მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ანზორ მელია სააკაშვილზე: გაჩერდეს, თავს ნუ იჭრის, სირცხვილია - ნიკა თუ ჭაობში აღმოჩნდა, შენ რაში აღმოჩნდიო, ჰკითხოს ვინმემ, არაჟანში და ნაყინებში რომ იჯდა ორი დღე და არავინ რომ არ დახვდა, ახლა გაბრაზებულია და ყველაზე ჯავრს იყრის? რცხვენოდეს ამ ყველაფრის
ანზორ მელია სააკაშვილზე: გაჩერდეს, თავს ნუ იჭრის, სირცხვილია - ნიკა თუ ჭაობში აღმოჩნდა, შენ რაში აღმოჩნდიო, ჰკითხოს ვინმემ, არაჟანში და ნაყინებში რომ იჯდა ორი დღე და არავინ რომ არ დახვდა, ახლა გაბრაზებულია და ყველაზე ჯავრს იყრის? რცხვენოდეს ამ ყველაფრის

იმედი|imedinews.ge

გაჩერდეს, თავს ნუ იჭრის, სირცხვილია - ნიკა თუ ჭაობში აღმოჩნდა, შენ რაში აღმოჩნდიო ჰკითხოს ვინმემ, არაჟანში და ნაყინებში რომ იჯდა ორი დღე და არავინ რომ არ დახვდა, ახლა გაბრაზებულია და ყველაზე ჯავრს იყრის? რცხვენოდეს ამ ყველაფრის, - განაცხადა „პარაიმ ტაიმთან" ნიკა მელიას მამამ, ექიმმა ანზორ მელიამ, მიხეილ სააკაშვილის ბრალდებების საპასუხოდ.

„ერთი წელია ნიკა ზის ციხეში და პირველად უპასუხა. დაივიწყოს მაგან ყველაფერი, ის აღარ იქნება პრეზიდენტი, გამორიცხულია. ძალიან კარგი ახალგაზრდები მოდიან და მაგას აღარ აქვს ავტორიტეტი, მხოლოდ თავის წრეში აქვს ავტორიტეტი. მე ექიმი ვარ და ბევრი ადამიანი მოდის ჩემთან, ყველას აზრი ვიცი. მე არ ვერევი პოლიტიკაში, მაგრამ არ შეიძლება ადამიანი ციხეში ზის და ასეთ რაღაცას ამბობს მასზე.

ნიკა თუ ჭაობში აღმოჩნდა, შენ რაში აღმოჩნდიო ჰკითხოს ვინმემ, რატომ ჩამოხვედი-თქო, ნიკა და ყველა რომ გეუბნებოდა არ ჩამოსულიყავიო. არაჟანში და ნაყინებში რომ იჯდა ორი დღე და არავინ რომ არ დახვდა, ახლა გაბრაზებულია და ყველაზე ჯავრს იყრის? რცხვენოდეს ამ ყველაფრის. მე მრცხვენია მაგ კაცის“, - აღნიშნა ანზორ მელიამ.

მისივე თქმით, სწორედ მიხეილ სააკაშვილმა უღალატა ნიკა მელიას და არა პირიქით.

„ნიკას თავი დაანებოს, კაცი პატიოსნად ზის ციხეში და მისთვის არ უღალატია, პირიქით მან უღალატა ნიკას. „ნაციონალები“ „ვსიო“, აღარ არსებობს უკვე. ხალხი მაგათ აღარ დაუჯერებს. სექტაა ეს „ნაციონალური მოძრაობა" თუ რა ხდება?

თავის ავტორიტეტს იფუჭებს ასეთი ლაპარაკით. შეიძლება ყველაფერი თქვა, მაგრამ, ნიკა ივანიშვილთან გარიგებული იყოს - ეს ხომ წარმოუდგენელია. თვითონ კი იყო გარიგებული. მაგან დაგვიტოვა ივანიშვილი, მაგისი ფულით იხეირა და წავიდა მერე. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გაჩერდეს“, - განაცხადა ანზორ მელიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი