მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: "ფორმულას" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს

რუსთავი 224 აგვისტო, 2026, 21:06|rustavi2.ge

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. მასში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER (IMO 9388730) თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს, რასაც ადასტურებს არსებული სანავიგაციო და ტექნიკური მონაცემებიც.

"აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გემის საქართველოს არცერთ ნავსადგურში შემოსვლა დაგეგმილი არ ყოფილა, რასაც ადასტურებს MSW სისტემაში შესაბამისი ჩანაწერების არარსებობა.

გემის მოძრაობის მონაცემებით, SAVIR TIGER, რომლის სიგრძე 245.07 მეტრია, 16 აგვისტოს გამოვიდა თურქეთის იალოვას ნავსადგურიდან, 18 აგვისტოს გაიარა ბოსფორის სრუტე და მოძრაობა შავი ზღვის აღმოსავლეთის მიმართულებით განაგრძო. 22 აგვისტოს, საქართველოს ტერიტორიული წყლების გარეთ, დაახლოებით პიჩორის ტრავერსზე, გემის AIS სიგნალი შეწყდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდებოდა არც LRIT სისტემაში, ხოლო 24 აგვისტოს გემი უკვე სამსუნის ტრავერსზე დაფიქსირდა.

AIS-ის ან LRIT-ის სიგნალის დროებით არარსებობა არ წარმოადგენს და ვერ იქნება გემის რომელიმე ნავსადგურში შესვლის მტკიცებულება. ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს არაერთხელ განუცხადებია. მსგავსი დასკვნის გაკეთება მხოლოდ ამ გარემოებაზე დაყრდნობით პროფესიული თვალსაზრისით სრულიად დაუსაბუთებელია.

უფრო მეტიც, გემის ზომის, მოძრაობის ტრაექტორიისა და დროითი მონაცემების ერთობლივი ანალიზი არ ადასტურებს მის აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შესვლას.

სამსუნის რაიონიდან აფხაზეთის სანაპირომდე გადაადგილებისა და უკან დაბრუნებისთვის საჭირო დრო პრაქტიკულად მოიცავს იმ დაახლოებით ერთ დღიან პერიოდს, როდესაც გემის პოზიციის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდებოდა. შესაბამისად, რეალისტური დრო პრაქტიკულად არ რჩება ნავსადგურში შესვლისთვის, მანევრირებისთვის, დგომისთვის, შესაძლო სატვირთო ოპერაციისთვის და შემდგომ უკან გამოსვლისთვის.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის სანაპირო ზოლს ფიზიკურად არ გააჩნია 245-მეტრიანი, მსგავსი ტიპისა და პარამეტრების გემის უსაფრთხოდ მიღებისა და მომსახურებისთვის საჭირო შესაბამისი საპორტო და სანავმისადგომო ინფრასტრუქტურა.

შესაბამისად, „ფორმულას“ მიერ დაუდასტურებელი ვერსიის ფაქტად გავრცელებას ვაფასებთ როგორც დეზინფორმაციას. განსაკუთრებით სახიფათოა მსგავსი პრაქტიკა მაშინ, როდესაც საკითხი უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებს, რეგიონულ უსაფრთხოებასა და საზღვაო ნაოსნობას. ასეთ თემებზე ჟურნალისტური ვარაუდის ფაქტად გასაღება არა მხოლოდ პროფესიული სტანდარტების უგულებელყოფა, არამედ საზოგადოების მიზანმიმართული შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

მოვუწოდებთ ტელეკომპანია „ფორმულას“, შეწყვიტოს გადაუმოწმებელი და არაკომპეტენტურ წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის ფაქტად გავრცელება და მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებამდე გადაამოწმოს იგი კომპეტენტურ უწყებებსა და სანდო საზღვაო მონაცემთა სისტემებში", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 152 სტატია.

  • „ივანიშვილის პირდაპირი ბიზნესია ოკუპანტებთან“ - ბესო შენგელია აფხაზეთში საწვავის მიწოდებაზეტვ პირველი
  • გიორგი ჯინჭარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ჭუბერსა და ლატალში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდაიმედი
  • რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 960 ტონა ბენზინი შეიტანეს - მედიაBM.GE
  • “აფხაზეთი შემდგარი სუვერენული სახელმწიფოა“ – სოხუმი გაეროს განცხადებას პასუხობსნეტგაზეთი
აფხაზეთის →ოკუპირებულ →

მსგავსი სტატიები

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

რუსთავი 2

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

რუსთავი 2

"ღამის სერენადები 2026" - გრანდიოზული შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება

"ღამის სერენადები 2026" - გრანდიოზული შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება

რუსთავი 2

მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო - პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია

მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო - პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია

რუსთავი 2