მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აფხაზეთის ომის მონაწილე გია ნიშნიანიძე ბარამიძეს ტყუილში ამხელს: ქუთაისის იზოლატორში გვყავდა მოწინააღმდეგის 23 ტყვე მეომარი, იმავე დღეს გავფრინდი გუდაუთაში, აეროდრომზე მოვიდნენ არძინბა, ოზგანი და ბესლან კობახია, მოიყვანეს ჩვენი ბიჭები და შედგა გაცვლა - ყველა ყველაზე. რა ბარამიძე, რის ბარამიძე?! იქ ბარამიძე არც ყოფილა და არც არავის უნახავს
აფხაზეთის ომის მონაწილე გია ნიშნიანიძე ბარამიძეს ტყუილში ამხელს: ქუთაისის იზოლატორში გვყავდა მოწინააღმდეგის 23 ტყვე მეომარი, იმავე დღეს გავფრინდი გუდაუთაში, აეროდრომზე მოვიდნენ არძინბა, ოზგანი და ბესლან კობახია, მოიყვანეს ჩვენი ბიჭები და შედგა გაცვლა - ყველა ყველაზე. რა ბარამიძე, რის ბარამიძე?! იქ ბარამიძე არც ყოფილა და არც არავის უნახავს

იმედი|imedinews.ge

ახლა ვუსმენ ბარამიძეს "ტვ პირველზე", მაინტერესებდა, რას იტყოდა, იქნებ ცოტათი მაინც სინდისის ქეჯნას შეეწუხებინა. არავითარი და ისეთი მამალი ტყუილი დააბრეხვა, ყურებს არ ვუჯერებდი, - წერს აფხაზეთის ომის მონაწილე, ექიმი გია ნიშნიანიძე სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ბარამიძემ პირდაპირ ეთერში იცრუა და განაცხადა, თითქოს მან გამოიყვანა გაგრაში დატყვევებული 45 ქართველი მეომარი.

ნიშნიანიძე იხსენებს, რომ ავთანდილ იოსელიანის წინადადებით, თავად ჩაერთო ტყვეების გაცვლის პროცესში და გუდაუთის აეროდრომზე მოწინააღმდეგის 23 ტყვე აფხაზეთის წარმომადგენლებთან ქართველ ტყვეებზე გაიცვალა, გიორგი ბარამიძე კი იქ არავის უნახავს. მისივე განცხადებით, 13 თვე და 13 დღე იყო აფხაზეთში, საიდანაც სვანეთის გავლით, ფეხით ჩამოვიდა და მზადყოფნას აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში, პროკურატურასთანაც ითანამშრომლოს.

„ვციტირებ: ყველზე მეტი ჩვენი ტყვე, 45 მეომარი მოწინააღმდეგემ აიყვანა გაგრაში, ერთ-ერთ სანატორიუმში. მეორე დღესვე ჩავედი გუდაუთაში, შევხვდი ანქვაბს და მოვინახულე ჩვენი ბიჭები საკონცენტრაციო ბანაკში. ვუთხარი მათ, რომ ვარ პარლამენტის წევრი და მათ აქედან გამოვიყვანდი. ასეც მოხდა, გამოვიყვანე. ესაა სრული ტყუილი და თუ თავის ქებად არ ჩამითვლით, მოვყვები, როგორ მოხდა მათი გათავისუფლება. ცხონებულმა ავთო იოსელიანმა მთხოვა, რომ იქნებ ჯობდეს ამ პროცესში ჩავრთულიყავი, როგორც ჩვენი მხარის წარმომადგენელი, როგორც ექიმი და დავხმარებოდით ბიჭებს. რასაკვირველია, დავთანხმდი და იმავე დღეს ჩავფრინდით გუდაუთაში, სადაც რუსული ბაზის აეროდრომზე შევხვდით არძინბას. მოვილაპარაკეთ ამ პროცესის დეტალებზე და დავბრუნდით სოხუმში. ქუთაისის იზოლატორში გვყავდა 23 მოწინააღმდეგის ტყვე მეომარი, რომლებიც ჩამოყვანილ იქნენ სოხუმში და იმავე დღეს გავფრინდი გუდაუთაში. აეროდრომზე მოვიდნენ არძინბა, ოზგანი და ბესლან კობახია. მოიყვანეს ჩვენი ბიჭები უკლებლივ და მოხდა გაცვლა ყველა ყველაზე. რა ბარამიძე, რის ბარამიძე?! იქ ბარამიძე არც ყოფილა და არც არავის უნახავს. P.S. ერთი ლირიკული გადახვევა. გაცვლის პროცედურების დამთავრების შემდეგ ოზგანი მეუბნება, თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს და თუ შეიძლება მანქანაში ჩაჯექით. ჩავჯექი და ეუბნება მძღოლს, გადადი მანქანიდან. მერე მომიტრიალდა და ჩუმად მეუბნება: თქვენ ალბათ იცნობთ კარგად ბატონ ედუარდს და გთხოვთ გადასცეთ, რომ მე მას უდიდეს პატივს ვცემ!!! აი ასე იყო ეს ამბავი და არა ისე, როგორც ბარამიძე უტიფრად ტყუის. პროკურატურას თუ სურვილი ექნება, მზად ვარ დამკითხონ, თანაც 13 თვე და 13 დღე ვიყავი აფხაზეთში და სვანეთის გამოვლით ფეხით ჩამოვედი ქუთაისში," - წერს გია ნიშნიანიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • "გადაწყვეტილების მოტივები გაუგებარია" - რუსეთი ნაურუს მიერ აფხაზეთთან ურთიერთობების გაწყვეტაზეBM.GE
  • ვალტონენი: აფხაზეთი და ცხინვალი ისევ ოკუპირებულია, მოვუხმობთ რუსეთს შეასრულოს ვალდებულებებიფორმულა
  • აფხაზეთში უპილოტო საფრთხე გამოცხადდანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე: გვახსოვს, როგორ მიესალმებოდნენ დღევანდელი მთავარი "რუსოფობები" - ხოშტარია, ჯაფარიძე და სხვები რუს ტურისტებს, რუსულ ფულს, რომელსაც მაშინ "სუნი არ ჰქონდა". ეს მაშინ, რაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვსრუსთავი 2
აფხაზეთის →ომის →ქუთაისის →

მსგავსი სტატიები

თბილისის მერია: გადაუდებელი სამუშაოების გამო, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების გადაკვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერია: გადაუდებელი სამუშაოების გამო, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების გადაკვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

იმედი

არჩილ გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ეს ადამიანები დღემდე ღალატის გზას ადგანან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა დროულად წარიმართოს და მათი მოღალატეობრივი ნაბიჯები ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად შეფასდეს

აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ

აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ

იმედი

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო: ბარამიძის დევნას აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული ხასიათი აქვს - ეს წარმოადგენს ზემოქმედების მცდელობას ქართველი საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის იმ ნაწილზე, რომელიც ათწლეულების შემდეგ ავლენს მზადყოფნას წარსულის ტრაგიკული მოვლენების ობიექტური გააზრებისთვის