მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თბილისის მერია: გადაუდებელი სამუშაოების გამო, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების გადაკვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერია: გადაუდებელი სამუშაოების გამო, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების გადაკვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერია: გადაუდებელი სამუშაოების გამო, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების გადაკვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება

იმედი|imedinews.ge

პეკინის გამზირის N37-ის მიმდებარედ კომპანია „ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების ქსელზე დაგეგმილი გადაუდებელი სამუშაოების გამო, 8 აგვისტოს 00:30 საათიდან 22:00 საათამდე, პეკინის გამზირის ნაწილზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

შეზღუდვა პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების გადაკვეთიდან ზურაბ ჟვანიას მოედნის მიმართულებით, გურამ ფანჯიკიძის ქუჩის კუთხემდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება.

პეკინის გამზირიდან ჟვანიას მოედანზე მოხვედრას ავტომობილები შეძლებენ ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ტაშკენტის, იონა ვაკელის, ბუდაპეშტისა და ფანჯიკიძის ქუჩების გავლით.

საგზაო მოძრაობის დროებითი შეზღუდვის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარკვეული მარშრუტებიც შეიცვლება. კერძოდ, N300, N302, N349 ავტობუსები და N531 მიკროავტობუსი პეკინის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას ყაზბეგის გამზირიდან გადაადგილდებიან იონა ვაკელის, ბუდაპეშტისა და ფანჯიკიძის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც დადგენილი სქემით გააგრძელებენ მოძრაობას.

N326 ავტობუსი კონსტანტინე გამსახურდიას გამზირიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით გადაადგილებისას აღარ შევა პეკინის გამზირზე და მოძრაობას გააგრძელებს სააკაძის მოედნის მიმართულებით, რის შემდეგაც შარტავას ქუჩით დაუკავშირდება კანდელაკის ქუჩას და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს.

რაც შეეხება N534-ს, მიკროავტობუსი პეკინის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებს ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით, რის შემდეგაც ტაშკენტისა და ფანჯიკიძის ქუჩებით დაუკავშირდება ისევ პეკინის გამზირს, შემდეგ კი მოძრაობას გააგრძელებს დადგენილი სქემით.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 211 სტატია.

  • თბილისში რუსული სპეცსამსახურებთან დაკავშირებული კიბერუსაფრთხოების სამიტი გაიმართაფორმულა
  • თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა - თბილსერვის ჯგუფიBM.GE
  • თბილისში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს - შსსრუსთავი 2
  • თბილისში უცხოელი სცემეს, გაიტაცეს ტელეფონები და თანხატვ პირველი
თბილისის →მოძრაობის →

მსგავსი სტატიები

ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა აწარმოებს დივერსიფიკაციისა და სომხეთისთვის ალტერნატივების ფორმირების საგარეო პოლიტიკას, რაც თითოეული ქვეყნის სუვერენული და ლეგიტიმური უფლებაა

ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა აწარმოებს დივერსიფიკაციისა და სომხეთისთვის ალტერნატივების ფორმირების საგარეო პოლიტიკას, რაც თითოეული ქვეყნის სუვერენული და ლეგიტიმური უფლებაა

იმედი

არჩილ გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ეს ადამიანები დღემდე ღალატის გზას ადგანან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა დროულად წარიმართოს და მათი მოღალატეობრივი ნაბიჯები ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად შეფასდეს

აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ

აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ

იმედი

აფხაზეთის ომის მონაწილე გია ნიშნიანიძე ბარამიძეს ტყუილში ამხელს: ქუთაისის იზოლატორში გვყავდა მოწინააღმდეგის 23 ტყვე მეომარი, იმავე დღეს გავფრინდი გუდაუთაში, აეროდრომზე მოვიდნენ არძინბა, ოზგანი და ბესლან კობახია, მოიყვანეს ჩვენი ბიჭები და შედგა გაცვლა - ყველა ყველაზე. რა ბარამიძე, რის ბარამიძე?! იქ ბარამიძე არც ყოფილა და არც არავის უნახავს