
არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენაზე: უმძიმესია, როდესაც ჩვენი გუნდის მაშინდელ ლიდერზე გვაქვს საუბარი, რომელიც პროკურატურის ინფორმაციის მიხედვით, ჩართული იყო კორუფციულ დანაშაულში. სწორედ ამ დანაშაულის გადასაფარად იგი წერილების მეშვეობით ცდილობდა, თავი გადაერჩინა
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილისთვის დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალის წარდგენას ეხმაურება.
მისი თქმით, ღარიბაშვილი წერილების მეშვეობით ცდილობდა თავი გადაერჩინა.
„როგორც ჩანს, ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო. ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკაში ჩართულ პირებს, საქართველო იქნება თუ სხვაგან, ხშირად სჩვევიათ ხოლმე საკუთარი დანაშაულის გადასაფარად სხვადასხვა პოლიტიკური ინსინუაციების წარმოება.
უმძიმესია, როდესაც უმაღლესი თანამდებობის პირზე, ჩვენი გუნდის მაშინდელ ლიდერზე და ყოფილ პრემიერზე გვაქვს საუბარი, რომელიც პროკურატურის ინფორმაციის მიხედვით, პირდაპირ ჩართული იყო კორუფციულ დანაშაულში. სწორედ ამ დანაშაულის გადასაფარად იგი წერილების მეშვეობით ცდილობდა, თავი გადაერჩინა“, - აღნიშნა გორდულაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge