
არჩილ გორდულაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ეს ადამიანები დღემდე ღალატის გზას ადგანან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა დროულად წარიმართოს და მათი მოღალატეობრივი ნაბიჯები ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად შეფასდეს
ფაქტობრივად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებები ჩვენს ჯარისკაცებს გადააბრალა და ისინი ტრიბუნალისთვის გაწირა. რომ არა ჩვენი გუნდი, სხვა ვერავინ დაიცავდა ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
„ჩვენი გუნდის ძალისხმევით ვერავითარ შემთხვევაში, ვერცერთ ქართველ ჯარისკაცს ვერავინ ცილს ვერ დასწამებს და ვერ იტყვის, რომ მან ადამიანის უფლებები დაარღვია. ჩვენი გამოისობით რუსეთს ჰქვია ოკუპანტი ქვეყანა სამართლებრივ დონეზე.
ეს ადამიანები არა მხოლოდ 2008 წელს, 2003 წლიდან დაწყებული დღევანდელ დღემდე, ღალატის გზას ადგანან, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა დროულად წარიმართოს და ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივად შეფასდეს მათი მოღალატეობრივი, არაკონსტიტუციური ნაბიჯები და მათ აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ ქართულ პოლიტიკაში წყალი აამღვრიონ“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ინტერესებს ვნებს და, რომელსაც „ნაციონალების“ ხელმოწერა ადასტურებს. რეზოლუცია 16 33 ევროსაბჭომ აგვისტოს ომიდან 2 თვეში დაამტკიცა. შინაარსის სიმძიმის გადაფარვას სააკაშვილის გუნდი დღემდე იმის მტკიცებით ცდილობს, რომ თითქოს მისი დანარჩენი ნაწილი ამ სიმძიმეს წონიდა.
იმედი
წყარო: imedinews.ge