
არიანა გრანდემ შემოქმედებითი პაუზის აღება გადაწყვიტა
არიანა გრანდემ თავისი მსოფლიო ტურის, Eternal Sunshine-ის დასრულების შემდეგ, დროებით საზოგადოებრივი სივრციდან ჩამოშორება გადაწყვიტა. ეს მომღერლის წარმომადგენელმა ოფიციალურად დაადასტურა.
არტისტის გუნდში აცხადებენ, რომ ყველა კონცერტის დასრულების შემდეგ გრანდე დამსახურებულ შესვენებას აიღებს და საზოგადოების ყურადღებისგან მოშორებით ძალებს აღიდგენს.
ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვების ფონზე გაჟღერდა, სადაც თაყვანისმცემლები ბოლო კვირებში მომღერლის გარეგნობის გამო შეშფოთებას გამოთქვამდნენ. ამასთან, გრანდეს წარმომადგენლები ამ პაუზას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რაიმე ოფიციალურად დადასტურებულ პრობლემებს არ უკავშირებენ.
თავად გრანდემ კი ერთ-ერთ კონცერტზე განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება იმპულსური არ ყოფილა. „ამის დაგეგმვა ჩუმად, დიდი ხნის წინ გადავწყვიტე“, - განმარტა მომღერალმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge