მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Financial Times: ტრამპმა ზელენსკის Patriot-ის ტიპის რაკეტების გადაცემაზე უარი უთხრა
Financial Times: ტრამპმა ზელენსკის Patriot-ის ტიპის რაკეტების გადაცემაზე უარი უთხრა

Financial Times: ტრამპმა ზელენსკის Patriot-ის ტიპის რაკეტების გადაცემაზე უარი უთხრა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნას Patriot-ის ტიპის დამატებითი რაკეტების გადაცემის შესახებ უარით უპასუხა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული საუბარი გასულ კვირას ვაშინგტონში, თეთრ სახლში შედგა. როგორც მოლაპარაკებებში მონაწილე წყარომ გამოცემას განუცხადა, ზელენსკიმ ტრამპს სთხოვა, რომ უკრაინისთვის დამატებით რაკეტები გადაეცა, თუმცა ამერიკული მხარისგან უარი მიიღო.

წყაროს ცნობით, ტრამპმა გადაწყვეტილების მიზეზად აშშ-ის მარაგების სიმცირე დაასახელა და აღნიშნა, რომ ეს რაკეტები საჭიროა ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკული ობიექტების დასაცავად ირანთან მიმდინარე ომის პირობებში.

გარდა ამისა, როგორც გამოცემა წერს, უკრაინა Patriot-ის წარმოების ვარიანტსაც განიხილავს და ამერიკელებისგან შესაბამისი ლიცენზიის მოპოვებას ცდილობს.

კიევი ამტკიცებს, რომ საკუთარი წარმოების დაწყება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებდა რაკეტების მწვავე დეფიციტს და გააძლიერებდა უკრაინის შესაძლებლობას რუსული საჰაერო თავდასხმებისგან თავი დაეცვა.

თუმცა, ექსპერტების განცხადებით, ლიცენზიის გაცემის შემთხვევაშიც კი, შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს, სანამ პირველი წარმოებული რაკეტა საწარმოო ხაზიდან გამოვა.

აშშ-ის ელჩმა ნატოში მეთიუ უიტაკერმა ორშაბათს განაცხადა, რომ „გრძელვადიანი წარმოების შეთანხმება ამ ზამთრამდე არ იქნება მიღწეული“, თუმცა მოლაპარაკებები გაგრძელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ზელენსკის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • ზელენსკი: სენატორ გრემს არ შეპარვია ეჭვი, რომ აშშ-ს აქვს ძალა დიქტატორებთან დაპირისპირებისფორმულა
  • ზელენსკი ვარაუდობს, რომ ომში რუსეთის სამხედრო დანაკარგები მალე მილიონს მიაღწევსBM.GE
  • ზელენსკი: უკრაინამ პარტნიორებს შესთავაზა, რუსეთთან ინფრასტრუქტურულ დარტყმებზე შეთანხმებას მიაღწიონრუსთავი 2
  • ტრამპი: ზელენსკის ვთხოვე, რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს არ დაარტყასტვ პირველი
ზელენსკის →ტრამპი →

მსგავსი სტატიები

The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ

The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ

იმედი

POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება

POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება

იმედი

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც

ქართული და ევროპული კინოს სახეები, ცნობილი რეჟისორები, პროდიუსერები და კინომოყვარულები ბათუმის მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის გახსნას დაესწრებიან

ქართული და ევროპული კინოს სახეები, ცნობილი რეჟისორები, პროდიუსერები და კინომოყვარულები ბათუმის მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის გახსნას დაესწრებიან

იმედი