მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის განცხადებით, ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან „შემაძრწუნებლად ახლოსაა“
აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის განცხადებით, ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან „შემაძრწუნებლად ახლოსაა“

აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის განცხადებით, ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან „შემაძრწუნებლად ახლოსაა“

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, კრის რაითმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნასთან „შემაძრწუნებლად ახლოსაა“. მისი თქმით, ქვეყანას მხოლოდ რამდენიმე კვირა აშორებს ერთი ტონა ურანის იარაღისთვის საჭირო დონემდე გამდიდრებამდე.

„შემაძრწუნებლად ახლოს. მათ რამდენიმე კვირა, სულ რამდენიმე კვირა აშორებთ იქამდე, რომ ეს ყველაფერი იარაღისთვის გამოსადეგ ურანამდე გაამდიდრონ“, - განუცხადა რაითმა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს მოსმენაზე. „ამის შემდეგ ჯერ კიდევ რჩება შეიარაღების პროცესი, თუმცა ისინი ბირთვული იარაღის შექმნასთან საკმაოდ ახლოს არიან“.

ურანის გარკვეულ ზღვარზე ზემოთ, დაახლოებით 90%-მდე, გამდიდრება ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ბირთვული იარაღის დასამზადებლად არის შესაძლებელი.

დემოკრატი სენატორის, რიჩარდ ბლუმენტალის კითხვაზე ირანის მფლობელობაში არსებული სხვა, გავრცელებული ინფორმაციით 11 ტონა ურანის სტატუსის შესახებ, რაითმა აღნიშნა, რომ გამდიდრების დონე 60%-მდე მერყეობს, თუმცა ირანს აქვს „დიდი რაოდენობით“ 20%-მდე გამდიდრებული ურანი, რაც მან „ძალიან შემაშფოთებლად“ შეაფასა.

ბლუმენტალმა რაითს დაუსვა დაზუსტებითი კითხვა იმის შესახებ, მოუწევდა თუ არა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის ურანის მთელი მარაგების განადგურება გამდიდრების პროცესის შესაჩერებლად.

„ვფიქრობ, ეს გონივრული სტრატეგიაა“, - თქვა რაითმა. „საბოლოო ჯამში, მიზანი ურანის მომავალი გამდიდრების პრევენციაცაა. დიახ, უსაფრთხო მსოფლიოსთვის ჩვენ მათი ბირთვული პროგრამა უნდა დავასრულოთ“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 228 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთოBM.GE
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

ჯორჯია მელონი: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან - ეს საგანგებო ზომაა, რომელიც მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად

Corriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს

Corriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს

იმედი

სახელმეწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო

სახელმეწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო

იმედი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი

იმედი