
აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა თავი აარიდა კონკრეტული ვადების დასახელებას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ეკონომიკური კავშირები ირანთან, ვიდრე მათ აშშ-ის მხრიდან ფინანსური სანქციები დაეკისრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„მე არ ვაპირებ ვადების დაწესებას, თუმცა ჩვენი მოთმინება უსაზღვრო არ არის“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბესენტის თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირადად უკავშირდება მსოფლიო ლიდერებს და მოუწოდებს მათ, აშშ-თან ითანამშრომლონ თეირანის ეკონომიკური იზოლაციისთვის. თუმცა, მან უარი თქვა იმ ქვეყნების დასახელებაზე, რომლებთანაც ტრამპმა მოლაპარაკებები გამართა.
„ჩვენ უკვე ვხედავთ გარკვეულ შედეგებს“, - განაცხადა ბესენტმა და დასძინა, რომ აშშ-ის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები პროცესს საკუთარი ვიზიტებითა და ზარებით გააგრძელებენ. დეპარტამენტები თითოეულ ქვეყანას აცნობებენ „ზუსტად იმას, რასაც მათგან ველით, და შესაბამის ვადებს“.
„მოლოდინი მაქვს, რომ თუ ისინი ზომებს არ მიიღებენ, ძალიან სწრაფად იხილავთ მათი ქმედებების შესაბამის შედეგებს“, - განაცხადა ბესენტმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge