
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის ხელისუფლება მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.
„ირანმა სამიზნეში ჩემი ერთ-ერთი შვილი ამოიღო. ირანი ჩემი შვილის მოკვლას, მკვლელობის განხორციელებას ცდილობდა“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ, თუმცა დეტალების დაზუსტებისგან თავი შეიკავა.
ისრაელის პრემიერმა ამ განცხადებით დაიცვა უსაფრთხოების სამსახურთან მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მისი მეუღლე, სარა, და ორი შვილი უსაფრთხოების დაცვის გარანტიას, სულ მცირე, 5 წლის ვადით მიიღებენ, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ ნეთანიაჰუ მომავალ არჩევნებში დამარცხდება.
„ამიტომ, დაცვა, რომელსაც ისინი იღებენ, ფუფუნება არ არის“, - დასძინა ნეთანიაჰუმ.
იმედი
წყარო: imedinews.ge