
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრიტანეთში მოკლული ახალგაზრდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა - იდეოლოგიური განპირობება და ორდონიანი საპოლიციო რეგულირება ცივილიზაციის დაცემის აშკარა სიმპტომებია
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრიტანეთის ქალაქ საუთჰემპტონში მოკლული 18 წლის მოზარდის ჰენრი ნოვაკის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
სახელმწიფო დეპარტამენტი თავის განცხადებაში აგრეთვე ბრიტანეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს.
„იდეოლოგიური განპირობება და ორდონიანი საპოლიციო რეგულირება ცივილიზაციის დაცემის აშკარა სიმპტომებია. ისინი უნდა უარყოფილი იყოს დასავლეთში. ამ რთულ დროს ამერიკის შეერთებული შტატები სამძიმარს უცხადებს ჰენრი ნოვაკის ოჯახს და გაერთიანებული სამეფოს ხალხს“, - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ჰენრი ნოვაკი 2025 წლის 4 დეკემბერს საუთჰემპტონში მოკლეს. მას 23 წლის მამაკაცმა დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ადგილზე მოსულმა პოლიციამ ჩათვალა, რომ ინციდენტში დამნაშავე ნოვაკი იყო და ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანს ბორკილები დაადო. დაჭრილი ნოვაკი პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ ვეღარ სუნთქავდა, თუმცა სამართალდამცველებმა მას არ დაუჯერეს. მოზარდი ძლიერი სისხლდენის შედეგად გარდაიცვალა.
Ideological conditioning and two-tiered policing are glaring symptoms of civilizational decline. They must be rejected across the West. The United States sends our condolences to the family of Henry Nowak and the people of the United Kingdom at this troubling time. — Department of State (@StateDept) June 4, 2026
იმედი
წყარო: imedinews.ge