მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუ: ვფიქრობ, მშვენიერი შესაძლებლობაა, დავიწყოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების აღდგენა. ძალიან დაინტერესებულები ვართ საქართველოთი და დადებითი მოლოდინით ველი თქვენს ხელისუფლებასთან მუშაობის გაგრძელებას
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კრისტოფერ ლანდაუ: ვფიქრობ, მშვენიერი შესაძლებლობაა, დავიწყოთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების აღდგენა. ძალიან დაინტერესებულები ვართ საქართველოთი და დადებითი მოლოდინით ველი თქვენს ხელისუფლებასთან მუშაობის გაგრძელებას

იმედი|imedinews.ge

ძალზედ მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა საკუთარ ადმინისტრაციაში სხვადასხვა ქვეყნებთან არსებული, რიგ შემთხვევაში წლების განმავლობაში გაყინული, ურთიერთობების გადახედვის თავისუფლება მოგვცა. ვთვლი, რომ ამაში ფასეული შესაძლებლობებია და, ვფიქრობ, საქართველო სწორედ ამ რიგშია, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კრისტოფერ ლანდაუმ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ლანდაუ თავის გამოსვლაში ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რადგან მიაჩნია, რომ ამ ორ ქვეყანას ბევრი საერთო ინტერესი გააჩნია.

მანვე აღნიშნა, რომ აშშ არასოდეს გადაუხვევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ერთგულებას და გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას საქართველოს გაძლიერების საქმეში.

„ვიცი, რომ წინა კვირას თბილისში ჩვენი დელეგაცია წარვგზავნეთ და დადებითი განწყობით ველი, რომ თქვენს ხელისუფლებასთან მუშაობა გაგრძელდება, რათა შევძლოთ ჩვენს შორის კიდევ უფრო მეტი საერთოს გამონახვა, იქნება ეს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა, თუ პოლიტიკის მიმართულებით. შევეცადოთ, სწორედ ამ მიმართულებით რომ ვიმუშაოთ, რადგან, ვფიქრობ, ჩვენს ორ ქვეყანას მართლაც ბევრი საერთო ინტერესი გააჩნია. გავმეორდები, ვიმედოვნებ, რომ ჩემი დღევანდელი დასწრება ძლიერ გზავნილად აღიქმება, რომ ჩვენ გულწრფელად დაინტერესებულები ვართ ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაში, არა მხოლოდ ეკონომიკური მიზეზებიდან გამომდინარე, არამედ იმიტომაც, რომ, ვთვლით, რომ ეს ორივე ჩვენი ქვეყნის ინტერესშია. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ჩვენი მეომრები მხარდამხარ იბრძოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ჩვენი თანამშრომლობა, თქვენი ცივილიზაციის უძველეს ფესვებზე დაყრდნობით. ვიცი, რომ ღვინო თქვენი არეალიდანაა, თუ სწორად მახსოვს, ათასობით წლის წინ... და როგორც ვიცი ის საუკეთესოთა შორისაა. ამრიგად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ძალიან დაინტერესებულები ვართ თქვენი ქვეყნით. ვფიქრობ, ამ ფაქტის ინდიკაცია მოვახდინეთ. შესაბამისად, მოდით, ერთობლივად დავაშენოთ ამ გააქტიურებულ დინამიკას/მომენტუმს, რომელსაც უკვე მივაღწიეთ. ვფიქრობ, თქვენი ჩამოსვლა აქ დღეს ძალიან, ძალიან კარგი ნიშანია და დადებითი მოლოდინით ველი თქვენს ხელისუფლებასთან მუშაობის გაგრძელებას. ნება მომეცით, ერთ საკითხთან დაკავშირებით შემოვიტანო მეტი მკაფიოობა. ვფიქრობ, ეს მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ აშშ არასოდეს გადაუხვევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ერთგულებას და გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას საქართველოს გაძლიერების საქმეში, ქვეყნის განმტკიცების პროცესში, სამომავლო კეთილდღეობისკენ. ვფიქრობთ, აშშ ძალიან ძლიერი მოკავშირე შეიძლება იყოს. ჩვენ გვსურს თქვენს გვერდით დგომა, ასე რომ, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა დღევანდელ საღამოზე მოწვევისთვის. ღმერთმა დალოცოს საქართველო და ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები. მადლობა. მადლობა, რომ თბილისიდან ჩამოხვედით, რათა დღეს ჩვენთან ერთად ყოფილიყავით“, - განაცხადა კრისტოფერ ლანდაუმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა