მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის ინდიანის შტატში 15 წლის მოზარდს 100 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც იგი 2025 წელს მომხდარ სროლის საქმეზე დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

პროკურატურის განცხადებით, 2025 წლის თავდასხმას ერთი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ერთი ქალბატონი დაიჭრა, ხოლო მესამე ქალი მანქანამ გაიტანა, როდესაც ის სროლის ადგილიდან გარბოდა.

ინდიანის ქალაქ ანდერსონის მცხოვრების ჯო’მაჯზე ლარის განაჩენი მედისონის ოლქის სასამართლოს მოსამართლემ დევიდ ჰაპემ გამოაცხადა, წერს ტელეარხი.

განაჩენით დადგინდა, რომ ლარი იყო Mickey Cobra Nation (MCN) ბანდის ოთხი წევრიდან ერთ-ერთი, რომელსაც 26 წლის დეილა სვაინის მკვლელობაში ედებოდა ბრალი. პროკურორების განცხადებით, სვაინი 2025 წლის თებერვალში ანდერსონში, ინდიანაპოლისის გარეუბანში ღამის კლუბთან ახლოს მოკლეს.

გამოძიების თანახმად, სვაინი შემთხვევით აღმოჩნდა თავდასხმის მსხვერპლი. ის დაიღუპა მაშინ, როდესაც თავდამსხმელები სხვა მკვლელობის საქმეზე მოწმე პირის ლიკვიდაციას ცდილობდნენ, თუმცა ოპერაცია ჩაეშალათ.

მედისონის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, ლარი და მისი თანამზრახველი, 19 წლის რაშონ სამუელსი, რომლებიც ერთობლივად გაასამართლეს, ნაფიცმა მსაჯულებმა 30 ივნისს დამნაშავედ ცნეს.

პროკურატურის განცხადებით, ხუთშაბათს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ჰაპემ სამუელსს 125 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სამუელსმა და ლარიმ აგრეთვე აღიარეს კიდევ ერთ დანაშაული - დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობა.

მოსამართლემ ლარის სვაინის მკვლელობისთვის 50 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო კიდევ 50 წელი დაუმატა დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან კავშირის გამო. სამუელსს სვაინის მკვლელობისთვის 62,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობის ბრალდებისთვის - დამატებით 62,5 წლით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • „არ მითქვამს ის აზრი, რომლის მოწერასაც ცდილობთ“ – ბარამიძეს პატიმრობა შეეფარდანეტგაზეთი
  • გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვაBM.GE
  • რუსეთში ლიდა მონიავას ომის შესახებ პოსტის გამო 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებატვ პირველი
პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

ევროკავშირი არქტიკის ახალ სტრატეგიას ამზადებს

ევროკავშირი არქტიკის ახალ სტრატეგიას ამზადებს

იმედი

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, 543 სამართალდარღვევა გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, 543 სამართალდარღვევა გამოავლინა

იმედი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა

იმედი