მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. „არ მითქვამს ის აზრი, რომლის მოწერასაც ცდილობთ“ - ბარამიძეს პატიმრობა შეეფარდა - Netgazeti
„არ მითქვამს ის აზრი, რომლის მოწერასაც ცდილობთ“ - ბარამიძეს პატიმრობა შეეფარდა - Netgazeti

„არ მითქვამს ის აზრი, რომლის მოწერასაც ცდილობთ“ - ბარამიძეს პატიმრობა შეეფარდა - Netgazeti

ნეტგაზეთი12 სექტემბერი, 2026, 17:25|netgazeti.ge

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარის პოზიციაა, რომ ბარამიძეს დანაშაული საერთოდ არ ჩაუდენია.

პროკურატურამ ბარამიძეს ბრალდება „სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე“ წარუდგინა. საქმე ეხება იაგო ხვიჩიას გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას.

სხდომაზე ბარამიძემ თქვა:

„ეს ადამიანები ლაპარაკობენ რომ ჩვენ, თურმე გვაქვს ბოდიში მოსახდელი, ბოდიშს იხდის ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა ხო? ვინც დამნაშავეა. ჩვენ ვართ დამნაშავეები ჩვენი მტრების წინააღმდეგ?! ისინი ვინც გაგრაში ჩვენი კაცების და ქალების და ბავშვების თავებით თამაშობდნენ? […] … გინდათ, რომ მომაწეროთ ის სიტყვები, რომელი სიტყვებიც მე არ მითქვამს და აი ეს აბსურდი მოიტანეთ აქ…
ეს სიტყვა „ხვრეტდნენ“, რა თქმა უნდა იწვევს ასოციაციას და არ უნდა მეთქვა ეს, უფრო ფრთხილი უნდა ვყოფილიყავი, გავიზიარე ეს კრიტიკა, მაგრამ არანაირად არ მითქვამს ის აზრი, რა აზრის მოწერასაც ცდილობთ, იმიტომ, რომ იქ დასაწყისში ვთქვი – ტყვე არ გვყავდა“, – თქვა ბარამიძემ პროცესზე.

მისი განცხადებით, პროკურატურაში არ იცავენ ეროვნულ ინტერესებს არამედ ასრულებენ „რუსი ოლიგარქის დავალებებს“.

სასამართლო პროცესის შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ „არ შეიძლება არსებობდეს რაციონალური დასაბუთება იმის, რომ გია ბარამიძემ რაიმე დანაშაული ჩაიდინა“.

მისი განცხადებით, სასამართლოსგან სხვა გადაწყვეტილების მოლოდინი არ ჰქონიათ.

„არ ჰქონდა არგუმენტი, არ ჰქონდა მტკიცებულება, პროკურატურას ჰქონდა მხოლოდ პროპაგანდისტული ნარატივი. არ არსებობს ამ საქმეში რეალურად მოწმე. ისინი ვინც ლაპარაკობენ, აკეთებენ შეფასებას გია ბარამიძის მიერ პოდკასტში გაჟღერებულ აზრთან დაკავშირებით“, – თქვა ბექა ბასილაიამ.

გიორგი ბარამიძე საკუთარ ბინაში გუშინ, 11 სექტემბერს დააკავეს.

გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლებით გამოძიება მიმდინარეობდა იაგო ხვიჩიას გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ გაკეთებული განცხადების გამო. აფხაზეთის ომის დროს ტყვეების გაცვლაზე საუბრისას ბარამიძემ თქვა, რომ „ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ“ და იაგო ხვიჩიას კითხვას, თუ რატომ მოხდა ასე, უპასუხა, რომ „ხვრეტდნენ“.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება. პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, ომის ვეტერანები მალხაზ თოფურია და გია ნიშნიანიძე, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი გოგა ხაინდრავა და ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძე.

გიორგი ბარამიძეს რუსეთის მიერ დაუსწრებლად 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის გამო.

იხილეთ ასევე:

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებაიმედი
  • გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვაBM.GE
  • რუსეთში ლიდა მონიავას ომის შესახებ პოსტის გამო 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებატვ პირველი
პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი