მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ასტრონომების თქმით, 10 მილიარდი წლის წინ ირმის ნახტომი ჯუჯა გალაქტიკასთან შეჯახების შედეგად გადაყირავდა
ასტრონომების თქმით, 10 მილიარდი წლის წინ ირმის ნახტომი ჯუჯა გალაქტიკასთან შეჯახების შედეგად გადაყირავდა

ასტრონომების თქმით, 10 მილიარდი წლის წინ ირმის ნახტომი ჯუჯა გალაქტიკასთან შეჯახების შედეგად გადაყირავდა

იმედი|imedinews.ge

დარემის უნივერსიტეტის ასტრონომები მივიდნენ დასკვნამდე, რომ დაახლოებით 10 მილიარდი წლის წინ ირმის ნახტომმა ჯუჯა გალაქტიკა „გაია-ენცელადთან“ შეჯახება გადაიტანა, რის შემდეგაც მისმა დისკომ ორიენტაცია 90 გრადუსზე მეტით შეიცვალა.

მკვლევართა მონაცემებით, „გაია-ენცელადი“ ირმის ნახტომის საპირისპიროდ მოძრაობდა და მას პრაქტიკულად პირდაპირ შეეჯახა. დარტყმის შემდეგ ჯუჯა გალაქტიკა დაიშალა, ხოლო მისი ვარსკვლავები ირმის ნახტომის შემადგენლობაში შევიდა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ სწორედ ამ მოვლენამ გამოიწვია გალაქტიკური დისკის ეტაპობრივი მობრუნება, რაც ასობით მილიონი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად სპეციალისტებმა სუპერკომპიუტერული სიმულაცია გამოიყენეს. გამოთვლებმა აჩვენა, რომ „გაია-ენცელადის“ მასის მქონე ობიექტებთან შეჯახებას სპირალური გალაქტიკის დისკის ორიენტაციის არსებითი ცვლილება შეუძლია.

მსგავსი სცენარის იდეისკენ მკვლევრებს ირმის ნახტომის ვარსკვლავური ჰალოს [გალაქტიკის გაფართოებული, თითქმის სფერული კომპონენტი, რომელიც მისი ძირითადი, ხილული ნაწილის მიღმა ვრცელდება] თავისებურებებმა უბიძგა. დისკის ვარსკვლავებისგან განსხვავებით, რომლებიც გალაქტიკის ცენტრის გარშემო დაახლოებით 220 კმ/წმ სიჩქარით ბრუნავენ, ჰალოს ვარსკვლავები გაცილებით ნელა - დაახლოებით 25 კმ/წმ სიჩქარით მოძრაობენ.

სიმულაციამ აჩვენა, რომ ასეთი სხვაობა მსხვილი გალაქტიკური შერწყმების შემდეგ წარმოიქმნება. შეჯახებისას შთანთქმული გალაქტიკის ვარსკვლავების ნაწილი ჰალოში გადადის და ინარჩუნებს მოძრაობის დამახასიათებელ თვისებებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გერმანიის ოფიციალურმა პირებმა მეტი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ ამომრჩევლები უკრაინის შემდგომ მხარდაჭერასა და ნატოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში დაარწმუნონ

უკრაინის ფინანსთა მინისტრი: მთავრობამ უკვე დაიწყო საბიუჯეტო ხარჯების შეზღუდვა დაფინანსების პრობლემების გამო და არ გამორიცხავს საჯარო სექტორში ხელფასების გაცემის შეფერხებას

უკრაინის ფინანსთა მინისტრი: მთავრობამ უკვე დაიწყო საბიუჯეტო ხარჯების შეზღუდვა დაფინანსების პრობლემების გამო და არ გამორიცხავს საჯარო სექტორში ხელფასების გაცემის შეფერხებას

იმედი

ლევან მეხუზლა:  ალკოჰოლიანი სასმელების რეალიზაციისთვის სერტიფიკატის გაცემის გადასახადზე: მხოლოდ 10 ლარზეა საუბარი ადგილობრივ ბაზარს თუ ვგულისხმობთ. სერტიფიცირების პროცესის უკან დგას ძალიან დიდი შრომა და დანახარჯები

იყო ხანგრძლივი ოვაციები - ფილმ „გურიას“ რეჟისორი ლევან კოღუაშვილი, ვენეციის ფესტივალზე ფილმის მსოფლიო პრემიერასა და „ოსკარისთვის“ მზადებაზე

იყო ხანგრძლივი ოვაციები - ფილმ „გურიას“ რეჟისორი ლევან კოღუაშვილი, ვენეციის ფესტივალზე ფილმის მსოფლიო პრემიერასა და „ოსკარისთვის“ მზადებაზე

იმედი