მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ავსტრალიაში იყიდება ქალაქი, რომელშიც 2 ადამიანი ცხოვრობს
ავსტრალიაში იყიდება ქალაქი, რომელშიც 2 ადამიანი ცხოვრობს

ავსტრალიაში იყიდება ქალაქი, რომელშიც 2 ადამიანი ცხოვრობს

იმედი|imedinews.ge

ავსტრალიაში, ქვინსლენდის შტატში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქალაქის გაყიდვა გადაწყვიტეს. Daily Mail-ის ინფორმაციით, ამჟამად იქ სულ 2 ადამიანი ცხოვრობს.

ქალაქი კულადი ბრისბენიდან 800 კილომეტრში მდებარეობს. მას 400 ათას ავსტრალიურ დოლარად (დაახლოებით 260 ათას აშშ დოლარად) ყიდიან. დასახლებულ პუნქტთან ერთად, მყიდველს საკუთრებაში გადაეცემა გზისპირა კომპლექსი ოთხოთახიანი სახლით, მოტელი, მაღაზია, პაბი და ოთხვარსკვლავიანი რესტორანი.

ამჟამად კულადიში კეროლ იაროუ და ჯო კორნელი ცხოვრობენ, რომლებმაც ადგილობრივი კომპლექსი Foxtrap Road House 2023 წელს შეიძინეს. ისინი სამ წელიწადში ქალაქის გამოცოცხლებას გეგმავდნენ, თუმცა ეს ვერ შეძლეს. სწორედ ამიტომ, დასახლებული პუნქტი კვლავ იყიდება.

ფაქტობრივად, ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა მთლიანად Foxtrap-ის კომპლექსის მფლობელთა რიცხვზეა დამოკიდებული. მას, ვინც კულადის იყიდის, მოუწევს ფოსტის მიწოდებაზე ზრუნვა, პაბსა და მაღაზიაში მუშაობა, მოტელის სტუმრების მიღება და საკვების მომზადება.

განვითარების პიკში ქალაქში თითქმის 270 ადამიანი ცხოვრობდა, იქვე ფუნქციონირებდა სკოლა და პოლიციის განყოფილება. კულადის დაცემა მას შემდეგ დაიწყო, რაც რკინიგზა სხვა დასახლებულ პუნქტამდე გააგრძელეს. 1967 წლიდან მოსახლეობამ ქალაქის მასობრივად დატოვება დაიწყო.

ამის მიუხედავად, კულადი ტურისტებისთვის კვლავ მნიშვნელოვან გაჩერებად რჩება. იქ რეგულარულად ჩადიან ქალაქის ყოფილი მცხოვრებლები და მოგზაურები, რომლებიც ავსტრალიის მოშორებულ რეგიონებში გადაადგილდებიან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი