მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. AXIOS: ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლებას განიხილავს
AXIOS: ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლებას განიხილავს

AXIOS: ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლებას განიხილავს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის სამი ოფიციალური პირის განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი ორშაბათს ეროვნული უსაფრთხოების გუნდს ხვდება, რათა ირანის ომში შემდგომი ნაბიჯები განიხილოს, მათ შორის სამხედრო მოქმედებების შესაძლო განახლება მას შემდეგ, რაც კვირას ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, - წერს გამოცემა AXIOS-ი.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპს ომის დასასრულებლად შეთანხმების მიღწევა სურს, თუმცა ირანის მხრიდან მისი მოთხოვნების უმეტესობის უარყოფა და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არსებით დათმობებზე უარის თქმა, სამხედრო ვარიანტს კვლავ დღის წესრიგში აბრუნებს.

ბოლო დღეების განმავლობაში, ტრამპმა საჯაროდ რამდენჯერმე დაიმუქრა, რომ დიპლომატიის მარცხის შემთხვევაში, ირანის ინფრასტრუქტურას დაბომბავდა.

აშშ ათი დღის განმავლობაში ელოდა ირანის პასუხს ომის დასრულების შესახებ მომზადებულ წინადადებაზე. თეთრი სახლი ოპტიმისტურად იყო განწყობილი და იმედოვნებდა, რომ ირანის პოზიციები შეთანხმებისკენ გადადგმულ პროგრესს აჩვენებდა.

თუმცა, ირანის პასუხი, რომელიც კვირას იყო მიღებული, პოზიტიური არ აღმოჩნდა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანმა უარყო აშშ-ის წინადადება, რადგან მათი თქმით, ეს „ტრამპის გადაჭარბებული მოთხოვნების წინაშე ირანის კაპიტულაციას ნიშნავდა“.

ტრამპმა ირანის პასუხი კვირასვე უარყო. „ეს არ მომწონს. ეს შეუსაბამოა“, - განუცხადა მან AXIOS-ს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 194 სტატია.

  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
ტრამპი →ირანის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი