მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. AXIOS: ტრამპი კუბაზე ზეწოლას აძლიერებს
AXIOS: ტრამპი კუბაზე ზეწოლას აძლიერებს

AXIOS: ტრამპი კუბაზე ზეწოლას აძლიერებს

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მიმდინარე ზაფხულს კუბის რეჟიმის კრახისთვის ემზადება და უკვე ჩაატარა სამხედრო წვრთნები, რათა შეემუშავებინა ახალი გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ კუნძულოვანი სახელმწიფო ქაოსში აღმოჩნდება. ინფორმაციას AXIOS-ი ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ტრამპმა კუბაში შეჭრის უფლება სამხედროებს არ მისცა და ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებას ემხრობა, შესაბამისად, ამერიკის ადმინისტრაცია ეკონომიკური სანქციების შემოღების პოლიტიკას გააგრძელებს, რათა ნელი ტემპებით ჰავანის რეჟიმი მოგუდოს.

„ჩვენ რეჟიმის დამხობა არ გვსურს. ამას თავისი ლოგიკა აქვს. ეს ეტაპობრივად მოხდება“, - ციტირებს გამოცემა ერთ-ერთ ამერიკელ მაღალჩინოსანს.

კუბის კომუნისტურ რეჟიმზე მეთოდურად ზეწოლის განხორციელება ტრამპს დროის მოგების საშუალებას აძლევს, რადგან ახლა ის ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებით არის დაკავებული, წერს AXIOS-ი.

„ირანი ჯერ დასრულებული არ არის და პრეზიდენტი არ ჩქარობს. ტრამპს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენება სურს, მაგრამ ამ მომენტისთვის არც ისე ბევრი ბერკეტია დარჩენილი“, - განუცხადა გამოცემას მეორე ამერიკელმა ჩინოვნიკმა.

მესამე წყაროს განცხადებით, აშშ-ს ჯერ კიდევ აქვს მრავალი ბერკეტი, განსაკუთრებით სანცქიებისა და მათი აღსრულების კუთხით. „წინ ბევრი საინტერესო რამ გველის“, - დასძინა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 194 სტატია.

  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი