მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. AXIOS: ტრამპის მიერ ირანთან დადებულმა შეთანხმებამ ნეთანიაჰუს განრისხება და მოკავშირეთა მძვინვარება გამოიწვია
AXIOS: ტრამპის მიერ ირანთან დადებულმა შეთანხმებამ ნეთანიაჰუს განრისხება და მოკავშირეთა მძვინვარება გამოიწვია

AXIOS: ტრამპის მიერ ირანთან დადებულმა შეთანხმებამ ნეთანიაჰუს განრისხება და მოკავშირეთა მძვინვარება გამოიწვია

იმედი|imedinews.ge

AXIOS-ის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ოთხშაბათს საჯაროდ არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან მიღწეული შეთანხმება წარადგინა და ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელსაც ისრაელის ხელისუფლებაში სტრატეგიულ და პოლიტიკურ მარცხად აფასებენ.

როგორც გამოცემა იუწყება, ნეთანიაჰუ ისრაელის საზოგადოებას ირანთან დაპირისპირებაში „სრულ გამარჯვებას“ ჰპირდებოდა. საბოლოოდ კი, მას ტრამპის მიერ შეთავაზებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მიღება მოუწია, თანაც პრეზიდენტის მხრიდან არაერთი კრიტიკული განცხადების ფონზე - საპარლამენტო არჩევნებამდე სულ ოთხი თვით ადრე.

ნეთანიაჰუ საერთაშორისო ასპარეზზე თითქმის მარტო დარჩა იმ მოსაზრებით, რომ შეთანხმება შეცდომაა და სამხედრო მოქმედებები უნდა გაგრძელებულიყო. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმაც კი, რომელიც სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის ყველაზე მკაცრი პოზიციით გამოირჩეოდა, რეგიონულ კონსენსუსს დაუჭირა მხარი და შეთანხმების სასარგებლოდ გამოვიდა, წერს AXIOS-ი.

ვაშინგტონშიც ნეთანიაჰუს მოკავშირეები რესპუბლიკურ პარტიასა და კონსერვატიულ მედიაში თავს იკავებენ შეთანხმების მკვეთრი კრიტიკისგან, რადგან მას ტრამპის მხარდაჭერა აქვს.

როგორც AXIOS-ი იუწყება, საჯარო განცხადებების ნაცვლად, ისრაელის ოფიციალური პირები შეთანხმების შესახებ ღრმა შეშფოთებას ჟურნალისტებთან დახურულ ბრიფინგებზე გამოხატავენ.

ამავდროულად, ნეთანიაჰუსთან დაახლოებულმა მედიასაშუალებებმა, რომელთა უმრავლესობაც აქამდე ტრამპის აქტიური მხარდამჭერი იყო, აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი გუნდის კრიტიკა დაიწყეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 194 სტატია.

  • ტრამპი ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთში დიზელის ობიექტებზე დარტყმები შეწყვიტოსფორმულა
  • ტრამპი: „დიდებული იქნებოდა გაერთიანებული ირლანდიის ხილვა“ - აშშ-ის პრეზიდენტი დუბლინს ეწვიაBM.GE
  • ურსულა ფონ დერ ლაიენი ცდილობს ტრამპს წინააღმდეგობა გაუწიოს და გრენლანდიაში 200 მილიონი ევროს ინვესტიციას დებს - Euronewsრუსთავი 2
  • ზელენსკიმ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დეტალებზე ისაუბრატვ პირველი
ტრამპი →შეთანხმება →ირანის →

მსგავსი სტატიები

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

დონალდ ტუსკი: რუსეთის მხრიდან მოქმედებების ესკალაცია რეალობად იქცევა და ამის მაგალითები ჩვენს საზღვარს სულ უფრო უახლოვდება

იმედი

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

იმედი