მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე: ვიმედოვნებთ, რომ „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტით გავაგრძელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და ეს უზრუნველყოფს, რომ მწვანე ენერგია აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონებიდან მიაღწევს ევროპის იმ ბაზრებამდე, სადაც ამის დიდი საჭიროებაა
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე: ვიმედოვნებთ, რომ „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტით გავაგრძელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და ეს უზრუნველყოფს, რომ მწვანე ენერგია აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონებიდან მიაღწევს ევროპის იმ ბაზრებამდე, სადაც ამის დიდი საჭიროებაა

იმედი|imedinews.ge

„აზერბაიჯანს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, ჩვენ მრავალი ერთობლივი, ნავთობისა და გაზის პროექტი გვაქვს. ტრადიციული ენერგეტიკის სფეროში საქართველო ჩვენი ბუნებრივი სტრატეგიული და სატრანზიტო პარტნიორია“, - განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ორჰან ზეინალოვმა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სექტორში, მსხვილ რეგიონულ პროექტებში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ბაქოში გამართული „მწავნე ენერგეტიული დერეფნის“ მე-12 მინისტერიალის მიმდინარეობისას ისაუბრა.

„ვიმედოვნებთ, რომ „მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტით გავაგრძელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და ეს უზრუნველყოფს, რომ მწვანე ენერგია აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონებიდან მიაღწევს ევროპის იმ ბაზრებამდე, სადაც ამის დიდი საჭიროებაა. ეს ასევე ხელს შეუწყობს ევროპაში ფასების სტაბილიზაციას, ტრანსსასაზღვრო ურთიერთდაკავშირებადობის ტენდენციებს და დაგვეხმარება ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაში ახალ რეგიონებთან დასაკავშირებლად, მაგალითად, აზერბაიჯანს შეეძლება ცენტრალურ აზიასა და სხვა რეგიონებზე გასვლა, ხოლო საქართველოს კი, შავი ზღვის მეშვეობით, შეეძლება მიაღწიოს ევროპულ, პრემიუმ კლასის ბაზრებს“, - აღნიშნა ორჰან ზეინალოვმა.

ამასთან, მისი შეფასებით, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტი დიდ სარგებელს მოუტანს საქართველოს და აზერბაიჯანს, ასევე პროექტის მონაწილე სხვა ქვეყნებსაც.

„უაღრესად კმაყოფილნი ვართ ჩვენს ქართველ პარტნიორებთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და საქართველოს სხვა დაინტერესებულ მხარეებთან არსებული თანამშრომლობით და ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც შევინარჩუნებთ ამ დინამიკას“, - განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საქართველოდან

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 74%-ით გაიზარდაBM.GE
  • უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევესფორმულა
  • ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის დეფიციტია - სად მიდის საქართველოდან შეტანილი საწვავიტვ პირველი
  • სოხუმი: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელი არ შევუშალეთნეტგაზეთი
საქართველოდან →მინისტრის →

მსგავსი სტატიები

მერცის მთავრობის მიერ დაწყებულ გადაიარაღების პროგრამას გერმანიაში პროტესტს უცხადებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მერცის მთავრობის მიერ დაწყებულ გადაიარაღების პროგრამას გერმანიაში პროტესტს უცხადებენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან

ხვალ ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „ქრონიკა“ ასტანიდან

იმედი

მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მზეზე ყოფნის შეზღუდვა, ღია ფერის ტანსაცმელი, ქუდი და მუქი სათვალე - სპეციალისტების რეკომენდაციები დამწვრობის პრევენციისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ოპონენტებად ქცეული თანამებრძოლები - რას ამტკიცებს გვარამიას ნათქვამზე პატიმარი სააკაშვილი.  „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპონენტებად ქცეული თანამებრძოლები - რას ამტკიცებს გვარამიას ნათქვამზე პატიმარი სააკაშვილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი