მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და აზერბაიჯანის განათლების ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანულენოვანი სკოლების/სექტორების I-IV კლასების მშობლიური ენის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო.

პროგრამის მიზანია საქართველოს საჯარო სკოლების აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის დაწყებითი კლასების მასწავლებლების პროფესიული განვითარების მხარდაჭერა, მათთვის სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მიდგომების გაცნობა და მიღებული ცოდნის საკლასო გარემოში ეფექტიანად გამოყენების ხელშეწყობა.

რეგისტრაციაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს.

განაცხადების მიღება 2026 წლის 17 აგვისტოს დაიწყება და 24 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. კურსის გავლის მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე

დარეგისტრირებულ პირებს შორის, პროგრამის პირველ ეტაპზე, ტრენინგებს გაივლის პირველი 75 მონაწილე, რომლებიც დასაქმებული არიან მარნეულის მუნიციპალიტეტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საჯარო სკოლებში და აკმაყოფილებენ რეგისტრაციის პირობებს. პროგრამაში რეგისტრირებული სხვა მუნიციპალიტეტების სკოლების მასწავლებელთა ტრენინგების ჩატარების შესახებ დეტალური ინფორმაცია დამატებით გამოქვეყნდება.

სასწავლო პროცესს გაუძღვებიან აზერბაიჯანის განათლების ინსტიტუტის კვალიფიციური ტრენერები. ტრენინგები დაეთმობა მოსმენის, მეტყველების, კითხვის, წაკითხულის გააზრების, წერისა და ენობრივი წესების (გრამატიკის) სწავლების თანამედროვე მეთოდების გაცნობას. პრიორიტეტი მიენიჭება პრაქტიკულ აქტივობებს.

პროგრამა მოიცავს სამ მოდულს (დამწყები, საშუალო და მაღალი) და შერეულ ფორმატში (პირისპირ და ონლაინ) 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობს - 4 დღე თითოეული მოდულისთვის, დღეში 6 აკადემიური საათი.

პირისპირ ტრენინგი ჩატარდება 2026 წლის 5 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, ქალაქ მარნეულის №1 საჯარო სკოლაში (მისამართი: მარნეული, აზიზ ასალანოვის ქ. №2). 9 სექტემბერი უქმე დღეა.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევა ზაიაჩკოვსკა-ჰერნიკი: სურსათის უვნებლობა ფუფუნება არ არის. ეს ეროვნული უსაფრთხოების საფუძველია. არ შეგვიძლია დავუშვათ ვითარება, როდესაც ევროპელები იძულებულები იქნებიან საკუთარი ფერმები დახურონ

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო  პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის „სახელმწიფო უსაფრთხოების“ სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია მიიღო

იმედი

არჩილ გორდულაძე: მიუხედავად იმისა, რომ გიორგი უშიკიშვილს კულტურის მიმართულებით კონკრეტული დამსახურება აქვს, ვიცით, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელია. მისი განცხადებით დასტურდება, რომ „ნაცი“ „ნაცობას“ არასდროს მოიშლის

მიგრანტებმა სეუტაში საპროტესტო აქცია გამართეს

მიგრანტებმა სეუტაში საპროტესტო აქცია გამართეს

იმედი