მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა
ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა

ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრას, რომელშიც ორი ქვეყნის კულტურის სამინისტროების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი მირცხულავა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის მოადგილე, ფარიდ ჯაფაროვი უძღვებოდნენ.

მხარეებმა განიხილეს კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტული მიმართულებები, შეხვედრის დასასრულს კი ხელი მოეწერა სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრის ოქმს, რომელიც ორ ქვეყანას შორის კულტურული თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და გაფართოებას ითვალისწინებს.

დოკუმენტის თანახმად, საქართველო და აზერბაიჯანი გააძლიერებენ თანამშრომლობას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კვლევის, კონსერვაციისა და განვითარების, ასევე, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, თეატრის, მუსიკის, კინოს, სახვითი ხელოვნების, კულტურის სფეროში განათლებისა და შემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებებით. დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივი კულტურული პროექტების, პროფესიული გაცვლითი პროგრამებისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეწყობასაც.

„საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის კულტურული ურთიერთობები სრულ თანხვედრაშია იმ პოზიტიურ დინამიკასთან, რაც ზოგადად, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში არსებობს და ვითარდება. დღევანდელი შეხვედრაც ამის ნათელი დადასტურებაა. ორმხრივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განვიხილეთ კულტურული ურთიერთობების ძალიან ფართო სპექტრი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მატერიალური თუ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებაზე, კინოინდუსტრიის , თეატრების, ლიტერატურის, კრეატიული ხელოვნების სფეროში, ასევე მუსიკის და სახელოვნებო განათლების მიმართულებით თანამშრომლობაზე. გამოიკვეთა კონკრეტული გამოწვევები და დაისახა სამოქმედო გეგმები მათი ერთობლივი დაძლევის მიზნით. უახლოეს თვეებში დასრულდება მოსამზადებელი სამუშაოები და ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის, რომელიც გახდება გზამკვლევი მომავალ წლებში ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის კულტურული თანამშრომლობისა, რაც, დარწმუნებული ვარ, სულ მალე ხელშესახებ შედეგებს მოიტანს“, - განაცხადა გიორგი მირცხულავამ.

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრას საქართველო უმასპინძლებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • სამინისტრო 17 000 პირველკურსელისთვის რუსთავსა და ქუთაისში ღონისძიებას გამართავს - რამდენი დაიხარჯება და რა იგეგმება?BM.GE
  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ქვეყნის მასშტაბით 11 საჯარო სკოლის რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადარუსთავი 2
  • ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათი დაავადების მედიკამენტს შეიძენსნეტგაზეთი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
სამინისტრო →საკითხებში →ჯგუფის →

მსგავსი სტატიები

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

იმედი

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

იმედი

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იმედი

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

იმედი