მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ კაფე-ბარები ტროტუარის უნებართვოდ შეზღუდვის ფაქტზე გააფრთხილა
ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ კაფე-ბარები ტროტუარის უნებართვოდ შეზღუდვის ფაქტზე გააფრთხილა

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ კაფე-ბარები ტროტუარის უნებართვოდ შეზღუდვის ფაქტზე გააფრთხილა

იმედი|imedinews.ge

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ, კაფე-ბარების მიერ საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვის ფაქტზე, კომერციული ობიექტები გააფრთხილა. ინფორმაციას შპს ბათუმის წყალი ავრცელებს.

ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა პირველი კლასის კონსტრუქციისა და მაგიდა-სკამების განთავსების ნებართვის შესაბამისობა ადგილზე გადაამოწმა და კონკრეტულ დარღვევებზე სამართლებრივი ღონისძიებები გაატარა.

საზოგადოებრივი ადგილების შეზღუდვის ფაქტზე შესაბამისი ნებართვის არქონის შემთხვევაში, ობიექტები ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდებიან, რაც ითვალისწინებს ფიზიკურ პირზე 500, იურიდიულ პირზე კი 1500 ლარის ოდენობით ჯარიმას.

საზოგადოებრივ სივრცეში უნებართვოდ განთავსებული კონსტრუქციები, ტურისტულ ზონაში მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას უშლის ხელს და ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, ქალაქის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცეების გამტარუნარიანობის მიზნით გარე ვაჭრობისა და ტროტუარის შეზღუდვის წესი მკაფიოდ არის განსაზღვრული.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, პარალელურ რეჟიმში საპარკინგე სივრცეებს შემზღუდავი ბარიერებისგან ათავისუფლებს. სამართალდარღვევებზე მონიტორინგი 24 საათიან რეჟიმში ხორციელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 106 სტატია.

  • ბათუმში, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავესფორმულა
  • სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ბათუმის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება აღავლინარუსთავი 2
  • ანაკლიის, ფოთის და ბათუმის პორტები - კონკურენტები თუ ერთიანი საზღვაო სისტემის შემადგენელი სუბიექტები? | ანალიზიBM.GE
  • ისტორიული შენობა გადაღებეს - ძველ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახე შეცვალესტვ პირველი
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში 5G-ის განვითარებისა და მობილური მომსახურების ხარისხის მონიტორინგის შესახებ ისაუბრა

ComCom-ის თავმჯდომარემ პარლამენტში 5G-ის განვითარებისა და მობილური მომსახურების ხარისხის მონიტორინგის შესახებ ისაუბრა

იმედი

უნგრეთის პრემიერი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს სოციალურ ქსელში „კარპატების რვიანის“ გამო დაუპირისპირდნენ

უნგრეთის პრემიერი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს სოციალურ ქსელში „კარპატების რვიანის“ გამო დაუპირისპირდნენ

იმედი

გიორგი ვოლსკი: ჩვენი მიზანია, რომ საქართველო თანამედროვე, უსაფრთხო და კონკურენტუნარიან სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ჰაბად იქცეს, რომელიც წარმოშობს ენერგეტიკული სატრანზიტო გზების სტაბილურობის უზრუნველყოფის საყოველთაო ინტერესს

ნათია თურნავა სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მარტინ გალსტიანს შეხვდა

ნათია თურნავა სომხეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს მარტინ გალსტიანს შეხვდა

იმედი