
ბათუმის შემდეგ „ზაფხულის ფესტივალს“ ქობულეთი უმასპინძლებს
ბათუმის შემდეგ „ზაფხულის ფესტივალს“ ქობულეთი უმასპინძლებს. ხვალ 24 ივლისს, ქობულეთის ცენტრალურ პარკში „ზაფხულის ფესტივალი“ ჩატარდება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ. საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მოირთვება საფესტივალო სივრცე, სადაც 18:00 საათიდან სტუმრების განწყობაზე მოწვეული და ადგილობრივი ბენდები იზრუნებენ.
მუსიკალური შოუზე სტუმრების წინაშე წარდგებიან ბენდები: გუფი ლენდი, SEENთეზი, ჯგუფი 1/4 და ლინდა ადამია, 4UP , OCEAN DRIVE, „პროექტი 33“ და მელომანიაკი. დღის განმავლობაში საფესტივალო სივრცეში განთავსებული იქნება კვების და მოსასვენებელი სივრცეები, ფესტივალის განმავლობაში დაგეგმილია საბავშვო აქტივობები პატარებისთვის და ფრანების შოუ ცენტრალურ პარკთან ზღვის სანაპიროზე. ფესტივალს დიჯეი DJ GURI DE SAL დაასრულებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge