მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა გასვლითი შეხვედრა გამართა
ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა გასვლითი შეხვედრა გამართა

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა გასვლითი შეხვედრა გამართა

იმედი|imedinews.ge

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბათუმში გასვლითი შეხვედრა გამართა.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ზაზა ლომინაძემ ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებაზე და ბავშვიანი ოჯახების მხარდასაჭერად არსებულ სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა.

სამუშაო შეხვედრისას, დემოგრაფიული მდგრადობის ძირითადი კომპონენტების ანალიზი გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მარიამ ბანძელაძემ წარადგინა.

განხილვის თემას წარმოადგენდა ასევე, ახალგაზრდების რეპროდუქციული განწყობის კვლევა, რომელიც დამსწრე საზოგადოებას გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კონსულტანტმა ნინო ლომიამ გააცნო.

შეხვედრისას დისკუსია გაიმართა ბავშვიანი ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებებთან დაკავშირებით.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და კომიტეტის წევრები, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ჯგუფი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებსBM.GE
  • ეკლესიის, ისტორიული გმირების "დასაცავად" ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდებაფორმულა
  • "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი იქმნებატვ პირველი
ჯგუფი →

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

იმედი

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას