
ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბორჯომში ორდღიანი გასვლითი შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბორჯომში ორდღიანი შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ზაზა ლომინაძემ გახსნა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სამუშაო ჯგუფის წევრებმა: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალა“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.
ზაზა ლომინაძემ საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის ტენდენციებზე, ძირითად გამოწვევებსა და პრევენციის მექანიზმებზე ისაუბრა.
შეხვედრისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინა.
განხილვის თემას წარმოადგენდა გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) „დემოგრაფიული მომავლის კვლევა“ (2025) - მთავარი მიგნებები“, რომელიც გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ ბანძელაძემ წარადგინა.
ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მოისმინეს, რომელიც მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა წარადგინა.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ასევე მოისმინეს საქართველოს საპატრიარქოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები, რომელიც დამსწრე საზოგადოებას საპატრიარქოს წარმომადგენელმა, დეკანოზმა გიორგი ფირცხელანმა გააცნო.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა პრეზენტაცია გამართა თემაზე: ოჯახების გაძლიერება - არსებული პოლიტიკა, საერთაშორისო მაგალითები, ინიციატივების მოდელირება.
ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბორჯომში ორდღიანი მუშაობა შეაჯამა.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge