მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბავშვთა დაცვის დღე აჭარაში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
ბავშვთა დაცვის დღე აჭარაში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

ბავშვთა დაცვის დღე აჭარაში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა

იმედი|imedinews.ge

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარაში პატარებისთვის მრავალფეროვანი გასართობი, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები გაიმართა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ღონისძიებებს მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე შეუერთდა. იგი აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, ბათუმის ბულვარში გამართულ ინკლუზიური განათლების ცენტრების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას ესტუმრა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო რეგიონში მოქმედი სამი ინკლუზიური განათლების ცენტრის 40-მდე მოსწავლისა და მათი თანატოლების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნამუშევრები.

სოფიო ბაკურიძე ასევე აჭარის კულტურის მინისტრთან, ელისო ბოლქვაძესთან ერთად, გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ - არქიტექტურულ კომპლექსში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც ბავშვებისა და მოზარდებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა მოეწყო.

ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებშიც. სოფიო ბაკურიძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გამართულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო, სადაც პატარებისთვის სპეციალური გასართობი და სადღესასწაულო პროგრამა მოეწყო.

ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა. მოეწყო საბავშვო გასართობი სივრცეები, შემოქმედებითი და სპორტული აქტივობები, ხატვისა და ფოტოზონები. პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირები, ანიმატორები და მულტფილმების პერსონაჟები ზრუნავდნენ. სადღესასწაულო პროგრამა მოიცავდა კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებსა და მრავალფეროვან კულტურულ - შემეცნებით ღონისძიებებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა