მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. BBC: აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ჩინოვნიკი დააკავეს მას შემდეგ, რაც მის სახლში 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები აღმოაჩინეს
BBC: აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ჩინოვნიკი დააკავეს მას შემდეგ, რაც მის სახლში 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები აღმოაჩინეს

BBC: აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ჩინოვნიკი დააკავეს მას შემდეგ, რაც მის სახლში 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები აღმოაჩინეს

იმედი|imedinews.ge

ამერიკელმა სამართალდამცველებმა ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკი მას შემდეგ დააკავეს, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ვირჯინიაში მდებარე მისი სახლიდან ჩხრეკის შედეგად 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ტელეკომპანიის მტკიცებით, დაკავებულს დევიდ რაში ჰქვია. ის უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში აშშ-ის მთავრობას მიმართავდა თხოვნით, მისთვის ოქროს ზოდები მიეცათ, რათა „სამსახურებრივი ხარჯები“ დაეფარა. დაკავებულს ბრალად სახელმწიფო ქონების მითვისება ედება.

აღსანიშნავია, რომ დაკავებული ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) თანამშრომელი იყო. მას პატიმრობა უკვე შეეფარდა.

გარდა ამისა, მისი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 2 მილიონი დოლარის ოდენობის ფულადი თანხა და 35 ერთეული ძვირად ღირებული მაჯის საათი ამოიღეს.

რაშს, რომელსაც მკაცრად გასაიდუმლოებულ დოკუმენტებთან წვდომა ჰქონდა, აგრეთვე ბრალად ედება ყალბი ჩვენებების მიცემა. როცა რაში სამსახურში იწყებდა მუშაობას, მან ხელმძღვანელობა მოატყუა და არასწორი ინფორმაცია მიაწოდა თავისი განათლებისა და გავლილი სამხედრო სამსახურის შესახებ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი