მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. BBC: „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერის პოსტზე ენდი ბერნემის კანდიდატურას 402 დეპუტატიდან 322-მა უკვე მხარი დაუჭირა. ის პრემიერის თანამდებობას სავარაუდოდ 20 ივლისს დაიკავებს
BBC: „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერის პოსტზე ენდი ბერნემის კანდიდატურას 402 დეპუტატიდან 322-მა უკვე მხარი დაუჭირა. ის პრემიერის თანამდებობას სავარაუდოდ 20 ივლისს დაიკავებს

BBC: „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერის პოსტზე ენდი ბერნემის კანდიდატურას 402 დეპუტატიდან 322-მა უკვე მხარი დაუჭირა. ის პრემიერის თანამდებობას სავარაუდოდ 20 ივლისს დაიკავებს

იმედი|imedinews.ge

დიდი ბრიტანეთის „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერის არჩევნებში ენდი ბერნემი ფავორიტად რჩება. BBC-ის ინფორმაციით, პარტიის 403 დეპუტატიდან 322-მა მის კანდიდატურას უკვე დაუჭირა მხარი.

ბრიტანული ტელეარხი წერს, რომ ბერნემი ამ დროისთვის ერთადერთი ოფიციალურად გამოცხადებული კანდიდატია. მას მხოლოდ ერთი დეპუტატის მხარდაჭერა აკლია იმ ზღვრამდე, რომლის შემდეგაც კონკურენტის გამოჩენას აზრი აღარ ექნება.

„ლეიბორისტი“ დეპუტატების ნაწილი აცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ჯერ ვერ შეძლო, თუმცა პარლამენტში დაბრუნების შემდეგ ბერნემის მხარდაჭერას გეგმავს.

თუ კანდიდატად სხვა პოლიტიკოსი არ დარეგისტრირდება, როგორც ამას ამჟამად ელოდებიან, ბერნემი „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერად მომავალ კვირაში გამოცხადდება, ხოლო პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 20 ივლისს დაიკავებს.

„გულითადად მადლობელი ვარ „ლეიბორისტი“ დეპუტატების, რომლებმაც პარტიის ლიდერად ამირჩიეს. ეს მხარდაჭერა პარტიის სხვადასხვა ფრთიდან მოდის და ასახავს საერთო რწმენას, რომ ბრიტანეთს პოლიტიკისადმი ახალი მიდგომა სჭირდება“, - განაცხადა ბერნემმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

აშშ-ის ხაზინის მდივანი უარს ამბობს ვადების დასახელებაზე, თუ როდის უნდა გაწყვიტონ ქვეყნებმა ირანთან ეკონომიკური კავშირები

იმედი

„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს

„რუსეთმა უნდა გადაიხადოს“ - ლატვია უკრაინის მხარდასაჭერად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისკენ მოუწოდებს

იმედი

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

„მეტი ფული გვჭირდება“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინას დამატებითი დაფინანსება სჭირდება დრონების ყოველდღიური წარმოების მკვეთრად გასაზრდელად და რუსეთთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

იმედი

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანი მისი ერთ-ერთი შვილის მკვლელობას ცდილობდა

იმედი