მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბებნისში ქარსაფარი ზოლების დაზიანების ფაქტები გამოვლინდა - მოჭრილია 21 ხე
ბებნისში ქარსაფარი ზოლების დაზიანების ფაქტები გამოვლინდა - მოჭრილია 21 ხე

ბებნისში ქარსაფარი ზოლების დაზიანების ფაქტები გამოვლინდა - მოჭრილია 21 ხე

იმედი|imedinews.ge

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული ქარსაფარი ზოლების დაზიანება გამოვლინდა, - აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, ქარსაფარ ზოლებში კერძო პირების მიერ ხე-მცენარეების გაჩეხვის და დაზიანების ფაქტები გამოვლინდა ოთხ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული ქარსაფარი ზოლი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზასა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს შორის მდებარეობს.

„სოფელ ბებნისში მოჭრილი და დაზიანებულია ჯამში 21 ხე, მათ შორის: 16 ჭადარი და 5 ფიჭვი 1, 05 ჰა ფართობზე. გარდა ამისა, ტერიტორიის გარკვეულ მონაკვეთზე ზიანი მიადგა ნიადაგსაც, სადაც მძიმე ტექნიკის გამოყენებით მოსწორებულია მიწა და დაყრილია ინერტული მასალა (ხრეში).

სააგენტომ ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევები შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით გადასცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.

სააგენტო აქტიურად ახორცილებს მიწათსარგებლობის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ქარსაფარი ზოლების თვითნებური დაზიანება არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ეკოსისტემასა და ნიადაგის ნაყოფიერებას, არამედ კანონდარღვევას წარმოადგენს“, - აცხადებენ სამინისტროში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი