
ბელგრადის დეკლარაცია: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კანდიდატი ქვეყნების ევროპული პერსპექტივისა და ევროკავშირში მათი გაწევრების პროცესის მიმართ, მხარს ვუჭერთ პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას
ბელგრადის დეკლარაცია მიღებულია - ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი კონფერენციის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ კანდიდატი ქვეყნების ერთიანობა მნიშვნელოვანია. დეკლარაციის ხელმომწერები ევროპული მომავლის ერთგულებას ადასტურებენ და თანხმდებიან, რომ ინტეგრაციას კანდიდატებს შორის ერთობა სჭირდება.
დეკლარაციით, კანდიდატი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებულ პრობლემებს ერთობლივად გაუმკლავდებიან და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. ახალი ფორმატის მონაწილეები ასევე მიმართავენ ევროპულ ინსტიტუტებსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, რომ კანდიდატი ქვეყნების ინიციატივას დამკვირვებლის სტატუსით შეუერთდნენ. შეთანხმდნენ, რომ ახალი ფორმატის მომდევნო მასპინძელი ქვეყანა მოლდოვა იქნება.
„ვიღებთ რა ბელგრადის დეკლარაციას, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ კანდიდატი ქვეყნების ევროპული პერსპექტივისა და ევროკავშირში მათი გაწევრების პროცესის მიმართ, მათ შორის ევროკავშირის კანონმდებლობის ეფექტური განხორციელების, ასევე ევროკავშირის პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად რეფორმების გაგრძელების მიმართ.
ჩვენ მხარს ვუჭერთ პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას, ასევე რეგულარულ კონსულტაციებს საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში.
ვთანხმდებით, რომ ამ თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში შევქმნათ პარლამენტის თავმჯდომარეების ყოველწლიური შეხვედრების რეგულარული მექანიზმი, როგორც პოლიტიკური დიალოგისა და საპარლამენტო თანამშრომლობის მუდმივი მექანიზმი.
მივესალმებით კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების მზადყოფნას, გააგრძელონ ერთობლივი ძალისხმევა, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, კანონის უზენაესობას, გამჭვირვალობას, საპარლამენტო დიალოგსა და ევროპულ ინტეგრაციას“, - წერია დეკლარაციაში.
