მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბიჭმა ვიდეორგოლიდან Baby Shark კეი პოპში კარიერა დაიწყო
ბიჭმა ვიდეორგოლიდან Baby Shark კეი პოპში კარიერა დაიწყო

ბიჭმა ვიდეორგოლიდან Baby Shark კეი პოპში კარიერა დაიწყო

იმედი|imedinews.ge

YouTube-ზე ყველაზე ნახვადი ვიდეოს, Baby Shark-ის გმირი კეი პოპ აიდოლი გახდა.

Korea Herald-ის ცნობით, პაკ გონ რიონი ვირუსულ ვიდეოში 2016 წელს, 7 წლის ასაკში გადაიღეს. მას შემდეგ ვიდეომ 17 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა და გინესის რეკორდების წიგნის მონაცემებით, პლატფორმაზე ყველაზე პოპულარულ ვიდეოდ რჩება.

ახლა პაკი 17 წლისაა და კეი პოპ არტისტის ამპლუაში სადებიუტო გამოსვლას გეგმავს. მის კარიერაზე კომპანია Pinkfong იზრუნებს, რომელიც ვირუსული Baby Shark-ის შექმნის უკან იდგა. პაკ გონ რიონის პირველი სინგლი, სახელწოდებით WAVE, 20 აგვისტოს გამოვა. ტრეკის ჩაწერაში მონაწილეობა ჯგუფ Monsta X-ის წევრმა ჯუჰონმა ​მიიღო.

„ყოველთვის მადლიერი ვიყავი იმის გამო, რომ ხალხს დღემდე ახსოვს ვიდეო, რომელშიც ბავშვობაში გადამიღეს. 10 წლის წინ Baby Shark-ის გვერდით ვცეკვავდი. ახლა კი მინდოდა გამეზიარებინა საკუთარი ხმა და ისტორია, რომელიც თავად დავწერე“, - განაცხადა პაკმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

NASA-მ პლუტონის ზედაპირზე სითხის მტკიცებულებები აღმოაჩინა

NASA-მ პლუტონის ზედაპირზე სითხის მტკიცებულებები აღმოაჩინა

იმედი

„დიდგორობა 2026“ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ. LIVE

„დიდგორობა 2026“ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ. LIVE

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

ჯეი დი ვენსმა უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტოს რუსულ პორტში შემავალ ტანკერებზე თავდასხმები

ჯეი დი ვენსმა უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტოს რუსულ პორტში შემავალ ტანკერებზე თავდასხმები

იმედი