მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. NASA-მ პლუტონის ზედაპირზე სითხის მტკიცებულებები აღმოაჩინა
NASA-მ პლუტონის ზედაპირზე სითხის მტკიცებულებები აღმოაჩინა

NASA-მ პლუტონის ზედაპირზე სითხის მტკიცებულებები აღმოაჩინა

იმედი|imedinews.ge

ასტრონომებმა პლუტონზე აღმოაჩინეს სტრუქტურები, რომლებიც შესაძლოა ჯუჯა პლანეტის ზედაპირის ქვეშ თხევადი აზოტის მოძრაობაზე მიუთითებდეს. მკვლევრები ამ დასკვნამდე NASA-ს ავტომატური თემატური საპლანეტათაშორისო სადგურის New Horizons-ის მიერ მიღებული ფოტოების ანალიზის შემდეგ მივიდნენ.

მეცნიერებმა შეისწავლეს „თანამგზავრის ვაკე“ - აზოტის ყინულის ვრცელი მონაკვეთი, რომლის დიამეტრიც დაახლოებით 1500 კილომეტრია. ის იკავებს იმ წარმონაქმნის მარცხენა ნაწილს, რომელიც ცნობილია როგორც „პლუტონის „გული“. ერთ-ერთ მონაკვეთზე მკვლევრებმა ზედაპირის მაღალი არეკვლის უნარი შენიშნეს. ამ მაჩვენებლით ის დედამიწის ზოგიერთ პოლარულ რეგიონს უტოლდება.

რელიეფის უფრო დეტალური ანალიზისას სპეციალისტებმა აღმოაჩინეს სტრუქტურები, რომლებიც მდინარის კალაპოტებს წააგავს. თუმცა, პლუტონზე ასეთი ობიექტების წარმოქმნა ჩვეულებრივი ნალექებით ნაკლებად სავარაუდოა: ჯუჯა პლანეტის ატმოსფერო ზედმეტად შეთხელებულია იმისათვის, რომ მის ზედაპირზე დედამიწის მსგავსი თხევადი ნალექები არსებობდეს.

მკვლევრებმა ივარაუდეს, რომ ეს უჩვეულო სტრუქტურები შესაძლოა პლუტონის სიღრმეებიდან თხევადი აზოტის მოძრაობის შედეგად გაჩენილიყო. ამ ვერსიის თანახმად, ნივთიერება ყინულქვეშა რეზერვუარებში იმყოფებოდა, შემდეგ კი ყინულის საფარში არსებული ბზარების მეშვეობით გარეთ გამოვიდა.

კომპიუტერულმა მოდელებმა აჩვენა, რომ ჯუჯა პლანეტის შიდა სითბოს შეუძლია აზოტის მყინვარის ქვედა ფენები დნობის ტემპერატურამდე გაახუროს. წნევის ქვეშ მყოფ თხევად აზოტს შეუძლია მიკრობზარებში ზევით გადაადგილდეს, ხოლო ზედაპირზე გამოსვლის შემდეგ - გაყინვამდე გარკვეული დროით შეინარჩუნოს დენადობა და ხანგრძლივი კვალი დატოვოს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: დრონებით თავდასხმის შემდეგ დასავლეთ ციმბირში მდებარე ნავთობქიმიურმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

Reuters: დრონებით თავდასხმის შემდეგ დასავლეთ ციმბირში მდებარე ნავთობქიმიურმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

იმედი

ნიკოლას ჰოლტი სერიალ „ჰარი პოტერში“ ითამაშებს

ნიკოლას ჰოლტი სერიალ „ჰარი პოტერში“ ითამაშებს

იმედი

საგამოძიებო სამსახურმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი დააკავა

საგამოძიებო სამსახურმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი დააკავა

იმედი

The Telegraph: ბერნემმა ლიდერობის პირველი რეალური გამოცდა ვერ ჩააბარა

The Telegraph: ბერნემმა ლიდერობის პირველი რეალური გამოცდა ვერ ჩააბარა

იმედი