მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჯეი დი ვენსმა უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტოს რუსულ პორტში შემავალ ტანკერებზე თავდასხმები
ჯეი დი ვენსმა უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტოს რუსულ პორტში შემავალ ტანკერებზე თავდასხმები

ჯეი დი ვენსმა უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტოს რუსულ პორტში შემავალ ტანკერებზე თავდასხმები

იმედი|imedinews.ge

უკრაინამ შეაჩერა დრონებით ინტენსიური შეტევების კამპანია ნავთობის ტანკერების წინააღმდეგ, რომლებიც შავი ზღვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პორტით სარგებლობენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

ამის მიზეზი, უკრაინელი ოფიციალური პირების ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის თხოვნა გახდა, რომელიც მან გასულ თვეში გააჟღერა.

ჯეი დი ვენსი შეშფოთებული იყო, რომ უკრაინა ნავთობის ბაზრებზე დამატებით არასტაბილურობას იწვევდა და ზიანს აყენებდა ამერიკულ კომპანიებს იმ ტანკერებზე თავდასხმებით, რომლებსაც ყაზახეთიდან მილსადენით მიღებული ნავთობი რუსეთის პორტ ნოვოროსიისკში, „კასპიის მილსადენის კონსორციუმის“ (CPC) ტერმინალში გადააქვთ, წერს Financial Times-ი.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა და საკითხთან დაახლოებულმა სხვა წყაროებმა Financial Times-ს განუცხადეს, რომ ვენსმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის 31 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრისას თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ოფიციალური პირების ცნობით, მას შემდეგ უკრაინას CPC-ის ტერმინალთან ახლოს ტანკერებზე დარტყმა აღარ განუხორციელებია. ამას ასევე ადასტურებს Financial Times-ის მიერ ღია წყაროების ანალიზი.

უკრაინამ პირობა დადო, რომ არ დაესხმებოდა თავს CPC-ის ინფრასტრუქტურას ან არარუსულ გემებს, თუკი ისინი უკრაინის სანქციების ქვეშ არ იმყოფებოდნენ და რუსეთის ნავთობს ან სხვა რუსულ ტვირთს არ გადაჰქონდათ.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვუსმენთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს“, - განაცხადა უკრაინის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა. მისი თქმით, აშშ-ის მოთხოვნის საპასუხოდ კიევმა შესაბამისი „მექანიზმები“ შექმნა.

მისივე განცხადებით, CPC „აშშ-ისა და ყაზახეთის მთავრობებთან საუბრის მუდმივი თემაა“.

როგორც Financial Times-ი იუწყება, ამერიკული ენერგოგიგანტები Chevron-ი და ExxonMobil-ი ფლობენ წილებს როგორც CPC-ში, რომელიც ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის მთავარი მარშრუტია, ასევე დასავლეთ ყაზახეთში მდებარე ნავთობის საბადოებში, რომლებიც ამ სისტემას ამარაგებენ.

Chevron-ი ყაზახეთის უდიდეს საბადო Tengiz-ში 50%-იან წილს ფლობს, ხოლო Exxon-ს 25% ეკუთვნის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 239 სტატია.

  • უკრაინამ ვორონეჟის ოლქში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბატვ პირველი
  • კახა კალაძე: გადახედეთ, რა მონაცემებია ევროპული ქვეყნების რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდარუსთავი 2
  • თურქეთი უკრაინისთვის ამერიკული წარმოების იარაღის დიდი პარტიის გადაცემას გეგმავსფორმულა
  • ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას - სიბიჰაBM.GE
უკრაინის →რუსული →

მსგავსი სტატიები

NASA-მ პლუტონის ზედაპირზე სითხის მტკიცებულებები აღმოაჩინა

NASA-მ პლუტონის ზედაპირზე სითხის მტკიცებულებები აღმოაჩინა

იმედი

„დიდგორობა 2026“ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ. LIVE

„დიდგორობა 2026“ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ. LIVE

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

ბიჭმა ვიდეორგოლიდან Baby Shark კეი პოპში კარიერა დაიწყო

ბიჭმა ვიდეორგოლიდან Baby Shark კეი პოპში კარიერა დაიწყო

იმედი