მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bloomberg: ბრიუსელმა სერბეთი გააფრთხილა, რომ ჩინური ინვესტიციების ზრდა ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს შეამცირებს
Bloomberg: ბრიუსელმა სერბეთი გააფრთხილა, რომ ჩინური ინვესტიციების ზრდა ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს შეამცირებს

Bloomberg: ბრიუსელმა სერბეთი გააფრთხილა, რომ ჩინური ინვესტიციების ზრდა ევროკავშირში გაწევრიანების შანსებს შეამცირებს

იმედი|imedinews.ge

სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ჩინეთთან სიახლოვის გამო ევროკავშირთან ურთიერთობებში „წითელ ხაზს“ უახლოვდება.

როგორც სააგენტო იუწყება, სერბეთი მოწინავე ჩინური შეიარაღების ერთადერთი მყიდველია ევროპაში. მიმდინარე წელს მან საკუთარი არსენალის მოდერნიზება შეძლო, ჩინური წარმოების ზებგერითი რაკეტების ჩათვლით. მომდევნო ნაბიჯი, შესაძლოა, გამანადგურებლების შესყიდვა გახდეს, რაც მომდევნო კვირას ვუჩიჩის ჩინეთში ვიზიტის დროს განხილვის საგანი იქნება.

Bloomberg-ის ცნობით, ევროკავშირის საზღვართან პეკინის პლაცდარმის არსებობამ ორგანიზაციაში ბელგრადის გაწევრიანების პერსპექტივაში ეჭვი შეიტანა. ამ გარემოებას ისიც ემატება, რომ ვუჩიჩი დასავლეთთან, ჩინეთთან და რუსეთთან დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებს.

იარაღის შესყიდვა აჩვენებს, რომ სერბეთი საინვესტიციო ცენტრიდან ჩინეთის „ურყევ მეგობრად“ გადაიქცა, რომელიც ტაივანზე პეკინის პრეტენზიებს მხარს უჭერს, ხოლო ჩინეთი ამას სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერით პასუხობს.

„ევროკავშირს არ აქვს კანონიერი საფუძველი თქვას: „თქვენ ამის ყიდვა არ შეგიძლიათ“, მაგრამ აღნიშნული გარემოება სერბეთის ერთგულებას უსაფრთხოების ინტეგრირებული ინფრასტურქტურის მიმართ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს“, - ციტირებს სააგენტო ავსტრიელ პროფესორს ფლორიან ბიბერს.

ერთ-ერთი ევროპელი ჩინოვნიკის განცხადებით, ევროკავშირმა სერბეთის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ჩინური ინვესტიციების ზრდა ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების შანსებს დააზიანებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება