მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარება - Netgazeti
ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარება - Netgazeti

ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარება - Netgazeti

ნეტგაზეთი28 ივლისი, 2026, 09:56|netgazeti.ge

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბრისას განიხილეს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხიც.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ფაშინიანმა განმარტა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარება პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც სომხეთი ევროკავშირში წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს წარადგენს და ეს საკითხი კონკრეტულ, პრაქტიკულ ეტაპზე გადავა.

ამასთან, ფაშინიანმა პუტინს უთხრა, რომ სომხეთის მთავრობა მზად არის, აღნიშნული საკითხები ღია, პარტნიორული და მეგობრული დიალოგის გზით განიხილოს და მოაგვაროს.

სომხეთის ევროკავშირთან დაახლოება ბოლო პერიოდში, სომხეთისა და რუსეთის ურთიერთობებში ერთ-ერთ მთავარ სადავო თემად იქცა. 2025 წელს სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ, რაც არ ნიშნავს წევრობაზე ოფიციალური განაცხადის შეტანას. ამის საპასუხოდ მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია შეუთავსებელია ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (ЕАЭС) წევრობასთან და გააფრთხილა ერევანი შესაძლო ეკონომიკური შედეგების შესახებ. ბოლო პერიოდში რუსეთმა ასევე გაამკაცრა კონტროლი სომხური პროდუქციის იმპორტზე, რაც ერევანში პოლიტიკურად მოტივირებულ ნაბიჯად აღიქვეს, ხოლო რუსეთის მხარე ამ შეზღუდვებს ტექნიკური და სანიტარული მოთხოვნებით ხსნის.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 154 სტატია.

  • რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე. კიდევ ერთი შეხვედრა ორშაბათს გაიმართებაიმედი
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • EU საქართველოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას შეახსენებს - ევროკავშირის ელჩი გაეროშიBM.GE
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

ნეტგაზეთი

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ნეტგაზეთი

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრო

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი