მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bloomberg: ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის ნაწილს გარკვეული რეფორმების გატარების შემდეგ გამოუყოფს
Bloomberg: ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის ნაწილს გარკვეული რეფორმების გატარების შემდეგ გამოუყოფს

Bloomberg: ევროკავშირი უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის ნაწილს გარკვეული რეფორმების გატარების შემდეგ გამოუყოფს

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირი უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის ნაწილის გამოყოფას კიევის მიერ არაპოპულარული საგადასახადო რეფორმების გატარებას დაუკავშირებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საგადასახადო რეფორმის გატარებას უკრაინისგან საერთაშორისო სავალუტო ფონდი დიდი ხანია მოითხოვს.

საუბარია 8,4 მილიარდი ევროს გამოყოფაზე, რომელიც უკრაინის მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებას უნდა მოხმარდეს. როგორც Bloomberg-ი იუწყება, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ორშაბათს უკრაინის მაკროფინანსური დახმარების პირობები უკვე შეათანხმეს.

დახმარების მისაღებად კიევმა უნდა მიიღოს კანონი, რომელიც 150 ევრომდე ღირებულების საერთაშორისო ამანათებს 20-პროცენტიანი დამატებითი ღირებულების გადასახადით დაბეგრავს. წყაროების ცნობით, უკრაინამ პირველი ტრანში, შესაძლოა, მიიღოს უკვე ივნისში, მეორე - სექტემბერში, ხოლო მესამე - წლის ბოლოს, თუ საჭირო რეფორმებს გაატარებს.

როგორც წყაროებმა Bloomberg-ს განუცხადეს, ევროკავშირის აღნიშნული მოთხოვნა პრაქტიკულად იმეორებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირობებს 700 მილიონი ტრანშის გამოყოფის შესახებ. ევროკომისია უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პროცესის კოორდინაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ახორციელებს.

თუმცა, როგორც სააგენტო წერს, საგადასახადო ცვლილებები უკრაინელების უკმაყოფილებას იწვევს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მათ მიღებას ქვეყნის უმაღლეს რადაში. უკრაინელმა დეპუტატმა, იაროსლავ ჟელეზნიაკმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ კანონპროექტის მხარდასაჭერად საჭირო ხმები ჯერ არ არსებობს.

უკრაინის ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მთავრობა ევროკავშირთან შეთანხმების დასრულებაზე მუშაობს, ხოლო შემდეგ პარლამენტში მის რატიფიცირებას მოახდენს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 242 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი