მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bloomberg: ევროპისა და რუსეთის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა უკრაინაში ომის დასრულების გზებზე ვენაში არაფორმალური მოლაპარაკებები გამართეს
Bloomberg: ევროპისა და რუსეთის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა უკრაინაში ომის დასრულების გზებზე ვენაში არაფორმალური მოლაპარაკებები გამართეს

Bloomberg: ევროპისა და რუსეთის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა უკრაინაში ომის დასრულების გზებზე ვენაში არაფორმალური მოლაპარაკებები გამართეს

იმედი|imedinews.ge

გასულ თვეში ვენაში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსნები შეხვდნენ, რათა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების მიზნით შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების პირობები განეხილათ. ინფორმაციას Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველი ტიმ ბაროუ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი სახელმწიფო მდივანი მარკუს ედერერი და გამოცდილი ფრანგი დიპლომატი პიერ ვიმონი. წყაროებმა, კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსნის ვინაობის გამხელაზე უარი თქვეს.

ტიმ ბაროუს Bloomberg-ის კომენტარის მოთხოვნაზე არ უპასუხია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, ხოლო გერმანიის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ „აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ“ და ის „ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ან მასთან კოორდინაციით არ ჩატარებულა“.

ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა კი აღნიშნა, რომ „გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ძალისხმევას უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, თუმცა ყოფილი ოფიციალური პირების საქმიანობაზე მთავრობა კომენტარს არ აკეთებს.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა Bloomberg-ის კომენტარის მოთხოვნას არ უპასუხა.

არაფორმალური დიპლომატიური ძალისხმევა, რომელშიც ყოფილი მაღალჩინოსნები და ანალიტიკური ცენტრები მონაწილეობენ, საერთაშორისო პრაქტიკაში იშვიათი არ არის. მსგავსი შეხვედრები, როგორც წესი, კერძო ინიციატივის ფარგლებში იმართება, ოფიციალური მანდატის გარეშე და ექსპერტების დონეზე მიმდინარე დისკუსიების ფორმატს წარმოადგენს.

ე.წ. მეორე არხის დიპლომატიის (Track Two Diplomacy) მიზანია იდეებისა და წინადადებების გაცვლა, რომლებიც მომავალში შესაძლოა ოფიციალური დიპლომატიური არხების მეშვეობით განიხილონ, წერს სააგენტო.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ივლისში ბაქოშიც გაიმართა გერმანიისა და რუსეთის ყოფილი ოფიციალური პირების შეხვედრა, სადაც უკრაინაში ომის დასრულების შესაძლებლობები განიხილეს.

Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ვენაში შეხვედრა შვეიცარიაში დაფუძნებული ორგანიზაციის Centre for Humanitarian Dialogue (HD) ინიციატივით გაიმართა. ორგანიზაცია საკუთარ თავს „კონფლიქტების ფარული, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მედიაციის პიონერად“ მოიხსენიებს. მარკუს ედერერი და პიერ ვიმონი HD-ის დირექტორთა საბჭოს წევრები არიან.

ორგანიზაციის განცხადებით, ის „ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს დიალოგის ისეთ ინიციატივებს, რომლებიც კონფლიქტებისა და ადამიანური ტანჯვის შემცირებას შეუწყობს ხელს“. HD-ის განმარტებით, მსგავსი პროცესები ხშირად კონფიდენციალურად მიმდინარეობს, რადგან ისინი, როგორც წესი, ოფიციალური ხელისუფლებების უშუალო მონაწილეობის გარეშე ხორციელდება.

Bloomberg-მა ივნისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპის სამი უმსხვილესი სახელმწიფო - დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია (ე.წ. E3) - უკრაინასთან ერთად კრემლთან პირდაპირი კონტაქტის დამყარების გზებს განიხილავდნენ, რათა უკრაინაში ომის დასრულების შესაძლებლობები შეექმნათ.

წყაროებმა არ დააკონკრეტეს, გაიმართა თუ არა ვენის შეხვედრა სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში. თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ ლონდონი ამ ძალისხმევას მიესალმებოდა, ხოლო მეორე წყაროს თქმით, პარიზი შეხვედრის შესახებ ინფორმირებული იყო.

E3-ის ძალისხმევის პარალელურად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას ერთ-ერთმა მთავარმა მრჩეველმა მიმდინარე წლის დასაწყისში კრემლთან კონტაქტი დაამყარა, რათა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან არაფორმალური საკომუნიკაციო არხი შეექმნა. თუმცა, Bloomberg-ის წყაროების თქმით, ამ მცდელობას ჯერჯერობით კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

ამასთან, გაურკვეველია, რამდენად მზად არის ვლადიმირ პუტინი ევროპელ ლიდერებთან დიალოგისთვის. რუსეთის პრეზიდენტმა მათ არაერთხელ დასდო ბრალი უკრაინის მხარდაჭერასა და რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმების ხელშეწყობაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 247 სტატია.

  • პრემიერი: ჩანს, საქართველოს მოქალაქე "უსამშობლოებს" საქართველოზე მეტად უკრაინაზე შესტკივათ გული, რადგან ასეთი დირექტივა აქვთ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მათი გაგებით, რუსეთი საქართველოს ნამდვილ ოკუპანტად უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ იქცარუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი იერიში მიიტანაBM.GE
  • უკრაინამ რუსული Wildberries-ის საწყობები ვლადიმირის ოლქშიც დაბომბატვ პირველი
  • უკრაინამ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, ავიაბაზასა და Wildberries-ზე იერიში მიიტანაფორმულა
უკრაინის →მოლაპარაკებების →რუსეთის →

მსგავსი სტატიები

გიორგი ჯინჭარაძე სტამბოლში მსოფლიო პატრიარქს შეხვდა

გიორგი ჯინჭარაძე სტამბოლში მსოფლიო პატრიარქს შეხვდა

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვის, ტარების და გასაღების ფაქტებზე სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო

იმედი

„ღამის სერენადები“ 2026 ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილეს ეძღვნება

„ღამის სერენადები“ 2026 ლიანა ისაკაძის 80 წლის იუბილეს ეძღვნება

იმედი

ლევან მაჭავარიანი: როდესაც რუსეთმა განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ გლობალური ძალების დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის „გაშავება“, აგენტურაც იმგვარად იქცეოდა, როგორიც იყო დავალება. რაც აგრესია განხორციელდა უკრაინაზე, უკვე სხვა მესიჯბოქსი მიიღო აგენტურამ - ისინი დამოკიდებული არიან გარე ძალების მითითებებზე, რასაც ეუბნებიან, ზუსტად იმგვარად მოქმედებენ

ლევან მაჭავარიანი: როდესაც რუსეთმა განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ გლობალური ძალების დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის „გაშავება“, აგენტურაც იმგვარად იქცეოდა, როგორიც იყო დავალება. რაც აგრესია განხორციელდა უკრაინაზე, უკვე სხვა მესიჯბოქსი მიიღო აგენტურამ - ისინი დამოკიდებული არიან გარე ძალების მითითებებზე, რასაც ეუბნებიან, ზუსტად იმგვარად მოქმედებენ

იმედი