მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. ტრამპის ხელმოწერით რუსეთის სანქცირებაზე ლინდსი გრემის კანონპროექტი ძალაში შევიდა
ტრამპის ხელმოწერით რუსეთის სანქცირებაზე ლინდსი გრემის კანონპროექტი ძალაში შევიდა

ტრამპის ხელმოწერით რუსეთის სანქცირებაზე ლინდსი გრემის კანონპროექტი ძალაში შევიდა

ფორმულა|formulanews.ge

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების მიზნით შემუშავებულ კანონპროექტს, რომლის ინიციატორი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი იყო.

თეთრი სახლის ცნობით, კანონპროექტს კონგრესმა მხარი 16 სექტემბერს დაუჭირა, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპს გადაეგზავნა.

კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას ისახავს მიზნად და იმ ქვეყნებზე დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის შესაძლებლობას ითვალისწინებს, რომლებიც რუსეთისგან დიდი რაოდენობით ენერგორესურსებს ყიდულობენ. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს დამატებით სანქციებს რუსეთის ფინანსური სექტორის, ენერგეტიკული პროექტებისა და თავდაცვის ინდუსტრიის წინააღმდეგ.

კანონპროექტით გათვალისწინებული ზომები ასევე შეიძლება შეეხოს იმ ქვეყნებსა და კომპანიებს, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.

კანონპროექტი გარკვეულ გამონაკლისებს ითვალისწინებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსული ენერგორესურსების შედარებით მცირე რაოდენობას ყიდულობენ და რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების მიმართულებით ნაბიჯებს დგამენ.

დოკუმენტი აშშ-ს პრეზიდენტს აძლევს უფლებამოსილებას, დამატებითი ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსული ენერგორესურსების უმსხვილეს მყიდველებს შორის არიან. ამ ქვეყნებს შორის შეიძლება იყვნენ ჩინეთი და ინდოეთი.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 277 სტატია.

  • რუსეთის მასშტაბური იერიში დნიპროზე - დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, დაშავებულია 5 ადამიანიტვ პირველი
  • რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემა დააზიანა, უკრაინულმა დრონებმა კი - რუსული საწარმოBM.GE
  • ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეაჩეროს, თუ ვაშინგტონი კიევს Patriot-ის სისტემისთვის რაკეტებს მიაწვდისრუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →ტრამპი →

მსგავსი სტატიები

ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია

ხოშტარია: ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია

ფორმულა

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ფორმულა

აშშ, უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებს 10-11 ნოემბერს განაახლებენ

აშშ, უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებს 10-11 ნოემბერს განაახლებენ

ფორმულა

ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები წინა წელთან შედარებით გაიზარდა - გაძვირდა თევზი, ხორცი და ხილი

ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები წინა წელთან შედარებით გაიზარდა - გაძვირდა თევზი, ხორცი და ხილი

ფორმულა