მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bloomberg: გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან
Bloomberg: გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან

Bloomberg: გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადებიან

იმედი|imedinews.ge

გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალური პირები ამზადებენ გეგმას, რომელიც უკრაინაში ომის დასასრულებლად რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვას გულისხმობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლებმა საკითხთან დაკავშირებით უკრაინელ პარტნიორებთან უკვე გამართეს მოლაპარაკებები.

როგორც Bloomberg-ს რამდენიმე წყარომ განუცხადა, სამი ევროპული ქვეყანა ფრონტის ხაზზე რუსული ჯარის დანაკარგების ფონზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დიალოგში ჩართვის შესაძლებლობას განიხილავს.

სააგენტოს ცნობით, უკრაინული ჯარი სულ უფრო მეტ წარმატებას აღწევს, განსაკუთრებით დრონებით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვის საკითხში, რის გამოც მოსკოვში ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები ომს ეწინააღმდეგებიან.

მოლაპარაკებების დაწყებით, მოკავშირეები ცდილობენ თავიდან აიცილონ კიდევ ერთი მძიმე ზამთარი, რა დროსაც რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შეტევებს გააძლიერებს, წერს Bloomberg-ი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი