მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Bloomberg: პეტერ მადიარს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე თანხმობის მიცემამდე სურს, რომ უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს დამატებითი უფლებები მიეცეთ
Bloomberg: პეტერ მადიარს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე თანხმობის მიცემამდე სურს, რომ უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს დამატებითი უფლებები მიეცეთ

Bloomberg: პეტერ მადიარს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე თანხმობის მიცემამდე სურს, რომ უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს დამატებითი უფლებები მიეცეთ

იმედი|imedinews.ge

უნგრეთის მომავალ ლიდერს, პეტერ მადიარს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე თანხმობის მიცემამდე სურს, რომ უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს დამატებითი უფლებები მიეცეთ. ინფორმაციას Bloomberg-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული საკითხი მადიარისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას შეხვედრაზე ბრიუსელში განიხილებოდა. ევროკავშირი მადიარზე ზეწოლას ახდენს, რათა მან ვიქტორ ორბანის წარმავალი მთავრობის პოლიტიკა შეცვალოს და უკრაინის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ხელი არ შეუშალოს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, მადიარმა ევროკავშირს 11 პუნქტისგან შემდგარი მოთხოვნების სია წარუდგინა, რომელიც ორბანის მიერ იყო დაწერილი და 2024 წელს კიევისთვის გადაცემული. ბუდაპეშტი კიევისგან ითხოვს, რომ უკრაინაში მცხოვრებ უნგრელებს უნგრულ ენაზე განათლების მიღების საშუალება ჰქონდეთ.

მიუხედავად იმისა, რომ მადიარმა კოშტასთან გამართულ შეხვედრას „სასარგებლო და კონსტრუქციული“ უწოდა, ის ნაკლებად პოზიტიური იყო, ვიდრე ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან გამართული მოლაპარაკებები, წერს სააგენტო.

კოშტასთან მოლაპარაკებების დროს მადიარმა უკრაინაში მცხოვრები უნგრელების უფლებების საკითხი წამოჭრა.

„მადიარის მკაცრმა პოზიციამ, შესაძლოა, კიევისა და ბრიუსელის ჩინოვნიკების იმედგაცრუება გამოიწვიოს, რომლებსაც იმედი ჰქონდათ, რომ ორბანის წასვლით უკრაინის განაცხადი გაწევრიანების შესახებ ახალ იმპულსს შეიძენდა, განსაკუთრებით რიგ პოლიტიკურ საკითხებზე ფორმალური მოლაპარაკებების დაწყების ნაწილში, რომლის კრიტერიუმები ქვეყანამ უკვე დააკმაყოფილა“, - წერს Bloomberg-ი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 242 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი