მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბოჭორიშვილი: აღარ გვინდა ვინმემ შეგვახსენოს ის წლები, რომელიც არცთუ ისე კარგად აისახა ჩვენი ქვეყნის მომავალზე. არ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა იგივე გაიარონ და ამიტომაც ვუფრთხით მომეტებულ უცხოურ გავლენებს ჩვენს ქვეყანაში
ბოჭორიშვილი: აღარ გვინდა ვინმემ შეგვახსენოს ის წლები, რომელიც არცთუ ისე კარგად აისახა ჩვენი ქვეყნის მომავალზე. არ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა იგივე გაიარონ და ამიტომაც ვუფრთხით მომეტებულ უცხოურ გავლენებს ჩვენს ქვეყანაში

იმედი|imedinews.ge

ეს განცხადება ჩვენთვის, იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც ძალიან ბევრი ტკივილი გამოიარა, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო, - ასე უპასუხა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კითხვას, რომელიც ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.

მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას არ სჭირდება იმ მძიმე წლების შეხსენება, რომლის გავლაც მოუწია და რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალზე მძიმედ აისახა.

„დამაჯერებელი განმარტება ამ განცხადებასთან დაკავშირებით როგორ უნდა გააკეთო, აქ კონტექსტებზე საუბარი ზედმეტია. როგორ და რომელმა მედიამაც არ უნდა აჩვენოს ეს განცხადება, ჩვენთვის, იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც ძალიან ბევრი ტკივილი გამოიარა, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო. ამიტომაც ვართ ძალიან ფრთხილი საგარეო ჩარევებზე, ამიტომაც არ მოგვწონს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ვიღაც ახალისებს რადიკალიზმს, გველაპარაკება პოლარიზაციაზე და აღვივებს საზოგადოებაში პოლარიზაციას. ამ საკითხებთან მიმართებით ჩვენ განსაკუთრებით სენსიტიურები ვართ, რადგან გვაქვს მძიმე გამოცდილება; ვნახეთ რას ნიშნავს ერთმანეთთან დაპირისპირებული საზოგადოება და ამის შეხსენება არ გვინდა. გავიზარდეთ, ცოტა ვისწავლეთ ჩვენივე შეცდომებზე და აღარ გვინდა ვინმემ ისაუბროს დაპირისპირებულ საზოგადოებაზე და შეგვახსენოს ის წლები, რომელი წლებიც არცთუ ისე კარგად აისახა ჩვენი ქვეყნის მომავალზე და ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ. მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნები ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ემზადებოდნენ, ჩვენ სრულიად დანგრეულ და დაშლილ ქვეყანაში ვცხოვრობდით. არ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა იგივე გაიარონ და ეს რომ არ მოხდეს, ამიტომაც ვუფრთხით მომეტებულ უცხოურ გავლენებს ჩვენ ქვეყანაში და უცხოურ ინტერესებს ქართულ პოლიტიკაში“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ამასთან, მინისტრს კითხვა დაუსვეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილია მოხსენიებული.

„ეს მხოლოდ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის. იგივე დოკუმენტში ევროპარლამენტი სთხოვს ევროკომისიას, რომ ეს დოკუმენტი საქართველოს „პრეზიდენტ“ სალომე ზურაბიშვილს გააცნოს; ანუ, ეს არ არის შემთხვევით ჩარჩენილი. არიან რაღაც ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად (ამას დეზინფორმაციაც აღარ ჰქვია, მავნებლობაა) აკეთებენ ამას, რომ შექმნან სურათი, თითქოს ვიღაც საქართველოს ხელისუფლებას არ აღიარებს და ამ დროს გვესაუბრებიან დემოკრატიის წინსვლაზე, თუ უკუსვლაზე“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მომუშავე კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი