მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განახლებულ შემადგენლობას შეხვდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განახლებულ შემადგენლობას შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განახლებულ შემადგენლობას შეხვდა

იმედი|imedinews.ge

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, ზამურ ჭითანავა, პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ზაბახიძესთან ერთად მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს განახლებულ შემადგენლობას შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერი საბჭოს წევრებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი როლისა და მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. ასევე, საბჭოს წევრებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მერის განცხადებით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ადგილობრივ თვითმმართველობასა და საზოგადოებას შორის მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია.

„ჩემი, როგორც მერის მთავარი ამოცანაა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მართვა იყოს გამჭვირვალე და თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, ამ პროცესში თქვენი როლი ფასდაუდებელია. ეს საბჭო ჩემთვის არ არის ფორმალური ორგანო. თქვენ ხართ ის ხიდი, რომელიც მერიასა და საზოგადოებას აკავშირებს“, - აღნიშნა ზამურ ჭითანავამ.

დღევანდელ შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით საბჭოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი აირჩიეს.

ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მერია

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 60 სტატია.

  • გარემოვაჭრის მტკიებით, მერიის თანამშრომელმა ქუჩის ქალი ეძახატვ პირველი
  • მერიაში აცხადებენ, რომ ტრამვაის ტენდერზე YDA Insaat-ის საჩივარს განიხილავენBM.GE
  • თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო: "სითი მოლის" მიმდებარედ არსებული ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე, გადაადგილების ახალი სქემა შემუშავდარუსთავი 2
  • რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცაფორმულა
მერია →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი