მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბოლნისში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
ბოლნისში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ბოლნისში ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

იმედი|imedinews.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიცავს როგორც საპროექტო მომსახურების, ისე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას.

ბოლნისის ტურისტული და ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში უნდა ჩატარდეს გერმანული დასახლების ისტორიული არეალის, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისა და ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. დაგეგმილია ისტორიულ უბანში არსებული შენობა-ნაგებობების, ქუჩების და საფეხმავლო ინფრასტრუქტურის განახლება, საინჟინრო ქსელების, გარე განათების და საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგება.

ცენტრალურ პარკში მოეწყობა სპორტული, რეკრეაციული და კულტურული ზონები, საბავშვო სივრცეები, საფეხმავლო და ველო ბილიკები, ასევე განახლდება 9 აპრილის მემორიალი.

პარკის და ისტორიული არეალის განვითარების ფარგლებში იგეგმება , ასევე, გარე განათების, საინფორმაციო მანიშნებლების, წყლის ობიექტების, შადრევნების, სარწყავი და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების მოწყობა. პროექტი ასევე მოიცავს წყალმომარაგების, კანალიზაციის, სადრენაჟე სისტემებისა და ელექტრომომარაგების ქსელების განახლებას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კულტურული ტურიზმის განვითარებას. დაგეგმილია არქეოლოგიური ძეგლების, შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურისა და გერმანული დასახლების ერთიან ტურისტულ მარშრუტში გაერთიანება, რაც ბოლნისს კიდევ უფრო მიმზიდველ მიმართულებად აქცევს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს ღვინის ტურიზმის მიმართულების განვითარებასაც. ისტორიული გერმანული მარნების ფუნქციური აღდგენა და მათი დაკავშირება ბოლნური მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციასთან ხელს შეუწყობს რეგიონის ტურისტული პროდუქტის მრავალფეროვნებასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას.

მასშტაბური რეაბილიტაციის შედეგად ქალაქ ბოლნისში შეიქმნება ახალი საზოგადოებრივი და რეკრეაციული სივრცეები, გაიზრდება ტურისტული პოტენციალი და წარმოჩინდება ქალაქის უნიკალური ისტორიული და კულტურული იდენტობა.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოციალურ ქსელში გამოყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ზვიად ბითაძე და ალექსანდრე ჭალიძე დაჯარიმდნენ

სოციალურ ქსელში გამოყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ზვიად ბითაძე და ალექსანდრე ჭალიძე დაჯარიმდნენ

იმედი

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ფერმერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ტრადიციული წარმოების გარდა, შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზრებზე

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ფერმერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ტრადიციული წარმოების გარდა, შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზრებზე

იმედი

ირაკლი ლატარია: ახლა სად არიან ის პოლიტიკოსები და „ექსპერტები“, დიუშენის დაავადების მედიკამენტებზე რომ გადაფსიხდებოდნენ? სად არიან ბაქრაძე, თურძილაძე, ბუწაშვილი და ბევრი სხვა, რომლებიც მაშინ ასე აქტიურად გვიმტკიცებდნენ, რომ სახელმწიფოს მიერ ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსება თურმე მხოლოდ ერთი მიზეზის გამო ვერ ხერხდებოდა - ფულის გამო?

Spotify AI-არტისტების პროფილების მონიშვნას დაიწყებს - მათ მუსიკას რეკომენდაციებიდან ამოიღებენ

Spotify AI-არტისტების პროფილების მონიშვნას დაიწყებს - მათ მუსიკას რეკომენდაციებიდან ამოიღებენ

იმედი