მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად, ჩრდილოეთ კორეის საფეხბურთო გუნდი სამხრეთ კორეაში გამეგზავრება
ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად, ჩრდილოეთ კორეის საფეხბურთო გუნდი სამხრეთ კორეაში გამეგზავრება

ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად, ჩრდილოეთ კორეის საფეხბურთო გუნდი სამხრეთ კორეაში გამეგზავრება

იმედი|imedinews.ge

ჩრდილოეთ კორეის სპორტული გუნდი, ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად, სამხრეთ კორეაში გაემგზავრება. ჩრდილოეთ კორეის ქალთა საფეხბურთო კლუბი „ნექოჰიანი“ სამხრეთელ მეზობლებს აზიის ფეხბურთის კონფედერაციის (AFC) ქალთა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში სათამაშოდ ეწვევა. სამხრეთში 27 მოთამაშე და სტაფის 12 წევრი ჩავა.

ამგვარად, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სპორტული გუნდი სამხრეთ კორეაში ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად ჩადის. ქალთა ფეხბურთისთვის ეს შესვენება კიდევ უფრო ხანგრძლივი - 12-წლიანი იყო.

მატჩი 20 მაისს გაიმართება. „ნექოჰიანი“ სამხრეთკორეულ ქალთა გუნდს, „სუვონს“ დაუპირისპირდება. მანამდე ეს გუნდები ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებმა ანგარიშით 3:0 გაიმარჯვეს. თუ ისინი სამხრეთკორეელი მეტოქეების კვლავ დამარცხებას შეძლებენ, ფინალში გავლენ, რომელიც ასევე სამხრეთ კორეის ქალაქ სუვონში, 23 მაისს ჩატარდება.

საფეხბურთო კლუბი „ნექოჰიანი“ ფხენიანშია ბაზირებული და ჩრდილოეთ კორეის ქალთა უმაღლესი ლიგის 2021-2022 წლების სეზონის ჩემპიონია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი

ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ვფიქრობ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე და მაქვს ჩემი პირობები. ჩემი მთავარი პირობაა – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი ცხადი გახდეს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით