მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის ფესტივალი „მწვანე საღამოები“ გაიმართება
ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის ფესტივალი „მწვანე საღამოები“ გაიმართება

ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის ფესტივალი „მწვანე საღამოები“ გაიმართება

იმედი|imedinews.ge

6 და 7 ივნისს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ღია ღონისძიებების სივრცეში, ბუნებისა და ხელოვნების ფესტივალი „მწვანე საღამოები/Serate Verdi“ გაიმართება, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი იტალიელი პოეტის, მწერლის, მხატვრის, მოქანდაკის, სცენარისტისა და კულტურის მოღვაწის, ტონინო გუერას ხსოვნას, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტონინო გუერას შემოქმედებითი მემკვიდრეობა მსოფლიო კინემატოგრაფიის კლასიკად აღიარებულ მრავალ სცენარს აერთიანებს. მას განსაკუთრებული კავშირი ჰქონდა საქართველოსთან და ქართველ ხელოვანებთან. ფესტივალი ტონინო გუერას საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, საქართველოში იტალიის საელჩოს, თბილისის მერიისა და ეროვნული ბოტანიკური ბაღის მხარდაჭერით ტარდება.

„6 ივნისს, 20:00 საათზე, ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება იტალიელი მომღერლის კონსუელო ალფიერისა და მისი ბენდის კონცერტით, ფესტივალის მეორე დღეს, 7 ივნისს ბოტანიკურ ბაღში, ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხეხილის ხეივანში“ იშვიათი და დავიწყებული ქართული ხეხილის ნერგების დარგვის ცერემონია გაიმართება.

ფესტივალი დასრულდება სპექტაკლით „მედეას ქანდაკება“, რომლის ავტორი და რეჟისორია მიხეილ მრევლიშვილი, ხოლო მუსიკის ავტორი - დათო ევგენიძე.

„მწვანე საღამოები/Serate Verdi“იტალიური და ქართული კულტურული ტრადიციების შეხვედრის უნიკალური სივრცეა, რომელიც საზოგადოებას ორ გამორჩეულ საღამოს სთავაზობს მუსიკის, თეატრის, კულტურული მეხსიერებისა და გარემოზე ზრუნვის იდეის გარშემო“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი

ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ვფიქრობ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე და მაქვს ჩემი პირობები. ჩემი მთავარი პირობაა – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი ცხადი გახდეს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით