მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბრაზილიამ გაეროში დევნილთა შესახებ რეზოლუციაზე თავი შეიკავა, თუმცა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა
ბრაზილიამ გაეროში დევნილთა შესახებ რეზოლუციაზე თავი შეიკავა, თუმცა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა

ბრაზილიამ გაეროში დევნილთა შესახებ რეზოლუციაზე თავი შეიკავა, თუმცა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა

იმედი|imedinews.ge

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ბრაზილიის მისიის წარმომადგენელმა განმარტა ქვეყნის პოზიცია იმ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს ეხება.

კენჭისყრისას ბრაზილიამ თავი შეიკავა, თუმცა სესიის მსვლელობისას გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

„ბრაზილიამ თავი შეიკავა იმ რეზოლუციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კვლავაც სრულად ვუჭერთ მხარს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, როგორც ძირითად ფორმატს პოლიტიკური და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მოლაპარაკებების რიგ რაუნდებში არსებითი პროგრესის არარსებობის გამო.

ამ დისკუსიების მარგინალიზაცია და ზოგიერთი მხარის მონაწილეობაზე უარი, ძირს უთხრის ნდობას კონკრეტული პროგრესის მიღწევის შესაძლებლობისადმი, მიუხედავად გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის მხრიდან მედიაციის მიმართულებით გაწეული მუდმივი ძალისხმევისა. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჰუმანიტარული წუხილები საერთაშორისო ძალისხმევის ცენტრში დარჩეს.

კერძოდ, ჩვენ შევახსენებთ ყველას, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, მათ შორის ჟენევის მეოთხე კონვენცია და 1977 წლის პირველი დამატებითი ოქმი, განსაზღვრავენ მშვიდობიანი მოსახლეობისა და გადაადგილებული პირების დაცვის ძირითად პარამეტრებს, რაც მოიცავს დევნილებისა და ლტოლვილების უფლებას, ნებაყოფლობით, ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ თავიანთი წარმოშობის ადგილებზე, როდესაც ეს ფიზიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით შესაძლებელი იქნება.

ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს სოლიდარობას ნებისმიერი კონფლიქტით დაზარალებული დევნილებისა და ლტოლვილების მიმართ და ხაზს ვუსვამთ საერთაშორისო სამართალზე, დიალოგსა და ნდობის აღდგენის ღონისძიებებზე დაფუძნებული მყარი გადაწყვეტილებების შემუშავების აუცილებლობას, ლტოლვილთა ინტერესების მკაცრი დაცვით.

ბრაზილია კვლავაც გააგრძელებს იმ საერთაშორისო ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია მოლაპარაკებების გზით გრძელვადიანი, მშვიდობიანი გადაწყვეტის ხელშეწყობისკენ, რაც შესაძლებელს გახდის დაზარალებული მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დაკმაყოფილებას და წვლილს შეიტანს რეგიონულ სტაბილურობაში.

ჩვენ ვადასტურებთ ბრაზილიის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 56 სტატია.

  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინაBM.GE
  • რას ამბობს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეზე წარდგენილ მესამე მხარის პოზიციაშინეტგაზეთი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
  • ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ "ივანიშვილის გაკეთილშობილება არ მოხდება": ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილსრუსთავი 2
მხარს →გაეროს →

მსგავსი სტატიები

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ისტორიული ძეგლის ახალ სიცოცხლე - საერთაშორისო ფესტივალი „გონიოს ჰანგები“. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

ზურაბ სიჭინავა: 17,5 მეტრამდე დაღრმავებული ფსკერი მომავალში უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე დიდი ტვირთამწეობის გემების მიღებას, რაც კონკურენტულს ხდის ანაკლიის პორტს სხვა პორტებთან შედარებით

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

პარიზმა კოსმოსის საერთაშორისო სამიტს უმასპინძლა - გავლენები კოსმოსიდან. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გურამ დავითაშვილი: გაძლიერდა დეპარტამენტის შესაძლებლობები, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, გაუმჯობესდა სხვადასხვა უწყებას შორის კოორდინაცია, რამაც საბოლოო ჯამში მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ეფექტიანად აღვასრულოთ მიგრაციის კანონმდებლობა