მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ გრძელდება - სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი ხასიათის კომენტარების გამო სამართალდამრღვევები დაჯარიმდნენ
ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ გრძელდება - სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი ხასიათის კომენტარების გამო სამართალდამრღვევები დაჯარიმდნენ

ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ გრძელდება - სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი ხასიათის კომენტარების გამო სამართალდამრღვევები დაჯარიმდნენ

იმედი|imedinews.ge

ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ გრძელდება. სოციალურ ქსელში პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო სოფიო ტყავაძე, მას ჯარიმის სახით სამი ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებული ანი ნასყიდაშვილის მამა სასამართლომ საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის სამი ათასი ლარით დააჯარიმა. მან სოციალურ ქსელში ეკა კუპატაძეს შეურაცხყოფა მიაყენა. საქალაქო სასამართლომ განიხილა ნიკოლოზ დარსანიას საქმეც. საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და ოთხი ათას ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

სასამართლომ განიხილა ირაკლი ღოღობერიძის საქმეც . შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო, მან სასამართლო პროცესზე ბოდიში მოიხადა. მოსამართლემ შინაგან საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ღოღობერიძეს სანქციის სახით სიტყვიერი შენიშვნა მისცა. სოლომონ მეტრეველის საქმე განიხილა რუსთავის საქალაქო სასამართლომ. სასამართლომ ის ლევან მურუსიძის მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო სამართალდამრღვევად ცნო და 1500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ათასი ლარით დააჯარიმა მოქალაქე როინ გელაშვილი. ბრალდებული პროცესს არ ესწრებოდა. არსებული ინფორმაციით, ის საზღვარგარეთ იმყოფება. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დღესვე განიხილა ნიკოლოზ ნარსიას საქმე. შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის მოსამართლემ ის ოთხი ათასი ლარით დააჯარიმა. ნარსია პროცესს არ ესწრებოდა. ის საქართველოში არ იმყოფება. თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში ლევან ისაშვილის მხრიდან ირაკლი ზარქუას მიმართ საჯარო სივრცეში შეურაცხყოფისთვის პროცესი გაიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, მოსამართლემ საქმეზე სამართალწარმოება შეწყვიტა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებზე: „კორუფციასთან ბრძოლაში უკან არ დავიხევთ“ფორმულა
  • „იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“ – ღარიბაშვილის ახალი წერილი ციხიდანნეტგაზეთი
  • “იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა” - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაBM.GE
  • სიძულვილის ენის გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, სასამართლომ ტარიელ გოგუაძე 1500 ლარით, ხოლო კახაბერ მჭედლიშვილი 800 ლარით დააჯარიმარუსთავი 2
ბრძოლის →

მსგავსი სტატიები

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

იმედი

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

ოქროს ლიგის განახლებული სეზონისთვის მოსამზადებლად თბილისის „ლოკომოტივის“ 19-წლამდელთა საფეხბურთო გუნდი ავსტრიაში იმყოფებოდა

იმედი

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა

იმედი

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ფეისბუკპოსტებით დაპირისპირების სერიას თამარ ჩერგოლეიშვილი განაგრძობს - იგი სააკაშვილს მანიპულატორს უწოდებს

იმედი