მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. „იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“ - ღარიბაშვილის ახალი წერილი ციხიდან - Netgazeti
„იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“ - ღარიბაშვილის ახალი წერილი ციხიდან - Netgazeti

„იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა“ - ღარიბაშვილის ახალი წერილი ციხიდან - Netgazeti

ნეტგაზეთი18 აგვისტო, 2026, 19:37|netgazeti.ge

„ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელიც გუშინ დააანონსა. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ „იძულებულს ხდიან“, დაიწყოს ბრძოლა.

დღეს გამოქვეყნებულ წერილში ღარიბაშვილი აღარ ახსენებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს. მისი თქმით, გუშინ Facebook-ზე გამოქვეყნებული წერილი მას ივლისში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.

ღარიბაშვილი ჰყვება, რომ იმავე დღეს მდინარაძეს გააგებინა თავისი პოზიცია და „კიდევ ერთხელ დაუფიქსირა“, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას. გარდა ამისა, აღნიშნული „რისკის“ გადაზღვევის მიზნით“ შესთავაზა საკუთარი ხედვა.

წერილის მიხედვით, საპასუხოდ „მათ“ შეუთვალეს, რომ „მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა.

ღარიბაშვილის მტკიცებით, კორუფციულ დანაშაულზე ბრალი სწორედ ამ რისკის დასაზღვევად წარუდგინეს.

„ნეტგაზეთი“ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„საზოგადოებას მინდა ვუთხრა სიმართლე, თუ რატომ ვზივარ ციხეში. შარშან დაწყებული ე.წ. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კამპანიის მთავარი მიზანი იყო ჩემი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ თავიდან ამერიდებინა გუნდთან და ჩემთვის ძვირფას ადამიანთან დაპირისპირებაში შესვლა. სწორედ ამ მიზნით, მე უარი ვთქვი სამართლებრივ ბრძოლაზე და ბოლომდე გავყევი ჩემთვის გამანადგურებელ პროცესს, რათა არ დამეზიანებინა სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები. სამწუხაროდ, სანაცვლოდ მივიღე დადგმული ბინძური პროვოკაცია, ბევრი ტყუილი და უსამართლობა. საზოგადოებას ჩემგან არცერთი სიტყვა არ სმენია მთელი ამ ხნის განმავლობაში. მე სრული მოთმინებით მივიღე ეს განსაცდელი. მაგრამ ჩემთვის მოულოდნელად, ივლისში მივიღე ჩემ მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ. იმავე დღეს, მე მას გავაგებინე ჩემი პოზიცია, კიდევ ერთხელ დავუფიქსირე, რომ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას და აღნიშნული „რისკის“ გადაზღვევის მიზნით შევთავაზე ჩემი ხედვა. მაგრამ მათ საპასუხოდ შემომითვალეს, რომ მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ მე პოლიტიკაში დავბრუნდებოდი და ამისთვის აუცილებელი იყო ჩემთვის კორუფციული ბრალის წარდგენა და ჩემ მიერ მისი აღიარება. ეს იყო წითელი ხაზი, რამაც გადამადგმევინა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული ნაბიჯი. შესაბამისად, რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა…“

17 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში წერილი გავრცელა. ექს-პრემიერი აცხადებდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ციხეში მიიღო წერილი, სადაც კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ. ამავე განცხადებაში ის ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ეკისრება.

ღარიბაშვილი, რომელიც ივანიშვილის მთავრობაში ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, მიმდინარე წლის იანვრიდანაა პატიმრობაში.

საქართველოს პროკურატურამ ღარიბაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს სასჯელის ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დამატებითი სასჯელის სახით მას დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. ასევე, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.

ღარიბაშვილს ბრალი წაუყენეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი). აღნიშნული დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე:

ღარიბაშვილის თქმით, ივანიშვილმა კორუფციის ახალი საქმის “აღიარება” შესთავაზა; კობახიძის პირველი გამოხმაურება ღარიბაშვილის ალაპარაკებაზე.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხმის უფლება ჩამოვართვათ რუსებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და უღალატეს – ცესკოს უფროსი

ხმის უფლება ჩამოვართვათ რუსებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და უღალატეს – ცესკოს უფროსი

ნეტგაზეთი

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეცწარმომადგენლის პოსტი ვაკანტურია

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეცწარმომადგენლის პოსტი ვაკანტურია

ნეტგაზეთი

კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელა

კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელა

ნეტგაზეთი

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიც

ნეტგაზეთი